სიახლე 

სამეგრელოს რეგიონი სტიქიას ებრძვის 23 06 2022

უხვმა ნალექმა და წყალმოვარდნებმა პრობლემები შექმნა სამეგრელოს რეგიონში. ძლიერი წვიმებისგან წარმოქმილმა წყალდიდობამ განსაკუთრებით სენაკი დააზარალა ,წყალმოვარდნების შდეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეც შეაღწია. საჭირო გახდა რამდენიმე ოჯახის უფსაფრთხო ადგილას გადაყვანა. უხვმა ნალექმა ხიდები და შიდა გზებიც დააზიანა. ადგილზე მუშაობდნენ მუნიციპალური და სამაშველო სამსახურები . სენაკის კეთილმოწყობის სამსახურმა გაწმენდითი სამუშაოები განახორციელა. ზარალის დამთვლელმა კომისიამ კი მუშაობა დილიდან დაიწყო.ძლიერმა წვიმებმა სენაკთან ერთად პრობლემები შექმნა ზუგდიდის, ფოთის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში

მსგავსი სტატიები