სენაკში სტიქიის სალიკვიდაციო და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს 24 06 22

სენაკში წყალდიდობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ეზოებისა და სახლების დასუფთავებისა და წყალმოვარდნის შედეგად მოტანილი შლამისგან გაწმენდით სამუშაოებში მოხალისეები სამეგრელოდან ჩაერთნენ.პარალელურად მუნიციპალური სამსახურების მიერ სტიქიის სალიკვიდაციო და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ სამეგრელოს რეგიონი სტიქიას ებრძოდა, ძლიერი წვიმისა და წყალმოვარდნების შედეგად განსაკუთრებით სენაკი დაზარალდა, ქალაქის ცენტრალური ქუჩები დაიტბორა, წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე. სტიქიამ დააზარალა მუნიციპალიტეტის სოფლებიც – დაზიანდა ხიდები, შიდა გზები დაიტბორა სავარგულები.

მსგავსი სტატიები