სიახლე 

რომელი სმარტფონებია პოპულარული საქართველოში: Viber-ის მონაცემები

როდესაც საქმე სმარტფონებს ეხება, ქართველ მომხმარებლებს შორის ყველაზე პოპულარული ბრენდების ხუთეულს Huawei და Xiaomi ავსებენ. პირველ ადგილზე კი, Rakuten Viber-ის მონაცემების მიხედვით, iPhone 11-ია.

საქართველო, 15 აპრილი, 2024: Rakuten Viber, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მესენჯერი, ქართველი მომხმარებლების ფავორიტ სმარტფონებს – ბრენდებსა და მოდელებს გვიზიარებს.

აღსანიშნავია, რომ ქართველების უმეტესობა, უპირატესობას ანდროიდ სმარტფონებს ანიჭებს – 2024 წელს, ანდროიდის სისტემის მომხმარებელთა მაჩვენებელი 65%-ს შეადგენს. თუმცა მზარდია iOS-ის მომხმარებელთა რიცხვი – 2024 წელს, მათი მაჩვენებელი 35% იყო, ხოლო 2023 წლის თებერვალში – 30%.

საქართველოში ყველაზე პოპულარული ბრენდები:

1.      Samsung

2.      Apple

3.      Redmi

4.      Xiaomi

5.      Huawei

თუ ამ მონაცემებს, Rakuten Viber-ის 2023 წლის მაჩვენებლებს შევადარებთ, აღმოვაჩენთ, რომ სმარტფონების საუკეთესო ხუთეული უცვლელი დარჩა.

სმარტფონების ყველაზე პოპულარული მოდელები საქართველოში:

1.      iPhone 11

2.      iPhone 13

3.      Galaxy A12

4.      iPhone 14 Pro

5.      iPhone 14 Pro Max

ეს სტატისტიკა, კი Rakuten Viber-ის 2023 წლის წინა მონაცემებთან შედარებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეცვლილია. წელს, ყველაზე პოპულარული მოდელების ჩარტში iPhone 14 Pro და iPhone 14 Pro Max გამოჩნდნენ და მეოთხე და მეხუთე პოზიციები დაიკავეს.

—

ეს მონაცემები ამოღებულია Rakuten Viber-ის შიდა ანალიტიკიდან და მოიცავს მხოლოდ სმარტფონების ბრენდებისა და მოდელების აგრეგირებულ მონაცემებს. Rakuten Viber უაღრესად ორიენტირებულია აპლიკაციის უსაფრთხოებაზე, ამრიგად, 2016 წლიდან, მესენჯერის ყველა ძირითადი ფუნქცია ნაგულისხმევად დაცულია ბოლოდან ბოლომდე დაშიფვრით: ეს მოიცავს პერსონალურ ჩატებს (როგორც ერთი ერთზე საუბრები, ასევე ჯგუფური ჩატები), აუდიო და ვიდეო ზარებს, პირად მედიასა და სმარტფონთან დაკავშირებულ სხვა მოწყობილობებს. 

მსგავსი სტატიები