სიახლე 

მეთევზეებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ

დღეს ფოთში მეთევზეებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ და  ის მოთხოვნები მიმოხილეს, რომელიც ძალაში სრულად 2016 წლიდან უნდა შევიდეს. შეხვედრას გრიგოლეთის, სუფსის, ფოთის, ყულევისა და ანაკლიის ტრადიციულ მეთევზეთა საინიციატივო ჯგუფები ესწრებოდნენ. მეთევზეებთან  შეხვედრა „საქართველოში ტრადიციულ მეთევზეთა ინტერესების დაცვის“ ფარგლებში ჩატარდა. 

მსგავსი სტატიები