სიახლე 

„მერსედესის“ მარკის ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა

ფოთში ჭანტურიას ქუჩაზე „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევისას  არავინ დაშავებულა. ადგილზე საპატრულო პოლიცია , სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო ცენტრის  ბრიგადები იყვნენ მობილიზებული.  სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ცეცხლის ლოკალიზება მალევე შეძლეს. თუ რამ გამოიწვია ხანძარი ამას გამოძიება დაადგენს. 

მსგავსი სტატიები