გრძელდება ჭადრაკში ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი მეორიალი
გრძელდება ჭადრაკში ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი მეორიალი. წელს მასში 90-მდე ნორჩი მოჭადრაკე მონაწილეობს. სულ ხუთი ტური ჩატარდება, მათგან ნაწილი შვეიცარული, ნაწილი კი წრიული სისტემით გაიმართება. დღეს მეორე ტური შედგა. შეჯიბრი 30 მარტს დასრულდება. ოთარ ხომერიკის სახელობის ტურნირი ფოთის ნანა ალექსანდრიას საჭადრაკო სკოლის ორგანიზებით ეწყობა.