გრძელდება ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი ჭადრაკში
გრძელდება ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი ჭადრაკში. დღეს მესამე ტური შედგა. 8 წლამდე ასაკის უმაღლესი ლიგის ტურნირში სამ სამი ქულით გიორგი ჩაკვეტაძე და დაჩი ფალავანდიშვილი ლიდერობენ. რაც შეეხება 10 წლის მოჭადრაკეებს, აქ სამი სამი ქულით საუკეთესო შედეგი ლაშა არველაძესა და ნინო სოლომინიას აქვთ.