პროფესიულ დღეს ფოთელი თეატრალები პრემიერით ხვდებიან
პროფესიულ დღეს ფოთელი თეატრალები პრემიერით ხვდებიან. ამ წუთებში ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე გერმანელი დრამატურგის ბერტოლდ ბრეხტის პიესა „დედა კურაჟი და მისი შვილები“ თამაშდება. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია რეინჰარდ აუერი. იგი სპეციალურად ავსტრიიდან მოიწვიეს. ახალ სპექტაკლზე დასი უკვე 2 თვეა მუშაობს და მასში თითქმის სრული შემადგენლობაა დაკავებული. საპრემიერო ჩვენება ხვალაც არის დაგეგმილი. თეატრის საერთაშორისო დღეს მსოფლიო 1961 წლიდან აღნიშნავს.