25 წელი ეროვნული ჩემპიონატის დაწყებიდან
ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩი ზუსტად 25 წლის წინ , 1990 წლის 30 მარტს, თბილისის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე თბილისის „იბერიასა“ და ფოთის „კოლხეთი 1913“ -ს შორის გაიმართა. საქართველოს უმაღლესი ლიგის პირველი გოლი მატჩის დასასრულს “იბერიას“ კაპიტანმა, გელა კეტაშვილმა საკუთარ კარში გაიტანა და „კოლხეთთან“ 0:1 დამარცხდა. ეროვნული ჩემპიონატის პირველი შეხვედრა გრანდიოზულად გაიხსნა და მას დიდი რაოდენობით მაყურებელი დაესწრო, მათ შორის იყვნენ საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია II და ქვეყნის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. პრეზიდენტმა მაშინ სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივრებს სიტყვითაც მიმართა. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში თავდაპირველად 18 გუნდი მონაწილეობდა. დღეს ქალაქის სპორტის სამსახურის ორგანიზებით საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მას ის ფეხბურთელებიც ესწრებოდნენ, ვინც მაშინ ფოთის „კოლხეთის“ შემადგენლობაში ირიცხებოდა.