სიახლე 

გავრცელებული ინფორმაციით, ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ მისი მრჩეველი ტურიზმისა და ინვესტიციების საკითხებში თემო მურვანიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში აცხადებენ, რომ თემო მურვანიძის თანამდებობის დატოვების

გავრცელებული ინფორმაციით,  ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ მისი მრჩეველი  ტურიზმისა და ინვესტიციების საკითხებში თემო მურვანიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.  მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში აცხადებენ, რომ თემო მურვანიძის თანამდებობის დატოვების შესახებ ოფიციალური  ბრძანება ჯერ  არ დაწერილა. „კურსორი“ დღეს გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებას თავად თემო მურვანიძესთან შეეცადა, თუმცა მან ამ ეტაპზე ჩვენთან ინტერვიუსგან თავი შეიკავა. კომენტარს იგი ფოთის მერის დაბრუნების შემდეგ დაგვიპრდა, ირაკლი  კაკულია  ამჟამად ყაზახეთში იმყოფება. 

მსგავსი სტატიები