ფოთის „კოლხეთმა“ ბოლნისის „სიონი“ დაამარცხა
„კოლხეთმა“ ბოლნისის „სიონი“ დაამარცხა. საქართველოს ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩი ფოთელმა ფეხბურთელებმა თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე ითამაშეს. ბოლნისელთა კარი შენგელიამ პირველივე ტაიმში დალაშქრა, ტაიმის დასასრულს კი ცენტრალურმა მცველმა ზურაბ თევზაძემ „კოლხეთს“ ორბურთიანი უპირატესობა მოუტანა. საბოლოოდ, შეხვედრა “კოლხეთის” გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. “კოლხეთი” სატურნირო ცხრილში 25 ქულით მე-11 ადგილზეა, ხოლო ბოლნისის “სიონი” კი 20 ქულით მე-15 პოზიციაზე. მომდევნო ტურში “კოლხეთი” ლანჩხუთის მოედანზე “ზესტაფონს” დაუპირისპირდება.