ფოთის საფეხბურთო სკოლის გუნდი რეგიონის ჩემპიონი გახდა
ფოთის საფეხბურთო სკოლის გუნდმა 14 წლიანებში სამეგრელო ზემო-სვანეთის ჩემპიონობა სამი ტურით ადრე გაინაღდა. მე 18 ტურში „კოლხეთმა“ მარტვილის „ტეხურა“ დამაჯერებელი ანგარიშით 6–2 დაამარცხა. 2014-15 წლის ჩემოპიონატზე 2000 წელს დაბადებულ ჭაბუკ ფეხბურთელთა გუნდს 14 მოგება და 4 ფრე აქვს. 22 აპრილს ისინი ოზურგეთის „მერცხალს“ უმასპინძლებენ.

