საქართველოს თასის გათამაშებაში ფოთელმა მხედრებმა წარმატებით იასპარეზეს
ჭაბუკებსა და დიდებს შორის, ცხენოსნობაში საქართველოს თასის გათამაშებას თბილისმა უმასპინძლა. სპორტის ოლიმპიურ სახეობაში „კლასიკურ კონკურ“-ში ანუ წინაღობათა გადალახვაში ფოთელმა მხედრებმა წარმატებით იასპარეზეს. შეჯიბრში სხვადასხვა ქალაქიდან 50-მდე სპორტსმენი ჩაერთო, ფოთმა კი 3 მხედარი წარადგინა. ნიკოლოზ ჟვანიამ პირველობა მოიპოვა და ვანო ყურუას სახელობის თასსა და გრან-პრის დაეუფლა. წინაღობათა გადალახვაში მესამე ადგილზე გავიდა თამარ რუხაძე, ხოლო გიორგი კვარაცხელია 4 ადგილს დასჯერდა. ფოთელი მხედრები ახლა საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც სექტემბერში დედაქალაქში გაიმართება.

