სიახლე 

ფოთელმა ნიჩბოსნებმა საქართველოს თასის გათამაშების 1 ეტაპზე წარმატებით იასპარეზეს 2

ფოთელმა ნიჩბოსნებმა საქართველოს თასის გათამაშების 1 ეტაპზე კანოე-კაიაკში წარმატებით იასპარეზეს. თბილისში გამართულ ტურნირზე 100 სპორტსმენს შორის ოლიმპიური ჩემპიონის ვიქტორ კრატასიუკის სახელობის კანოე კლუბის 15 ნიჩბოსანიც ასპარეზობდა. 6 პირველი და 5 მეორე ადგილი , ამ შედეგით დაბრუნდნენ ისინი ფოთში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ავთანდილ და სერგო სტურუებმა სლოვაკეთის საერთაშორისო შეჯიბრის საგზური მოიპოვეს, ისინი 2001-2002წწ. დაბადებულთა შორის იასპარეზებენ.

მსგავსი სტატიები