სიახლე 

ფოთის „კოლხეთმა“ მარტვილის მერანი დაამარცხა

ფოთის „კოლხეთმა“ მარტვილის მერანი  დამაჯერებელი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.  მატჩი ლანჩხუთში გაიმართა და იგი რამდენმე წუთის წინ დასრულდა. შეხვედრა დაძაბულად წარიმართა, თუმცა პირველი ტაიმი ორივე გუნდისთვის უშედეგო  გამოდგა.   ანგარიში „კოლხეთმა“ 84-ე წუთზე გახსნა. თამაშის დასასრულს  ფოთელმა  ფეხბურთელებმა მეტოქის კარი ზედიზედ ორჯერ დალაშქრეს.  გოლები  შოთა ჯიქიამ, თედო კაკულიამ და მერაბ გიგაურმა გაიტანეს.  „კოლხეთი“  36 ქულით  საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილში მეათე ადგილს იკავებს.  გუნდი 17 მაისს მცხეთაში  „ვიტ ჯორჯიას“ დაუპირისპირდება.  ახლა  სატელეფონო  ხაზზე „კოლხეთის“ მთავარი მწვრთნელი ზაზა ინაშვილი. 

მსგავსი სტატიები