სიახლე 

პორტის გაფიცულ თანამშრომელთა შორის აზრთა სხდასახვაობაა

ხმაური პორტის თანამშრომელთა აქციაზე. გაფიცულთა შორის აზრთასხვადასხვაობაა. ნაწილი თვლის რომ სამუშაო ადგილებს უნდა დაუბრუნდნენ, ნაწილი კი მიიჩნევს რომ გაფიცვა არ უნდა შეწყვიტონ. შიდა პროფკავშირების წარმომადგენელმა გოჩა ჩემინავამ დღეს გაფიცულებს ახალი პირობები გააცნო, როგორც დღეს გახდა ცნობილი ხელფასების 14%-იანი ზრდის ნაცვლად ადმინისტრაცია მზადაა  მათ 5%  მოუმატოს,  იმ შემთხვევაში თუკი გაფიცულები შეთავაზებას დასთანხმდებიან მომდევნო 2 წლის განმავლობაში მათ ანაზღაურება არ გაეზრდებათ და არც საპროტესტო აქციის მოწყობის უფლება ექნებათ. ამ წუთებში პორტის ადმინისტრაციასთან მედიატორი მოლაპარაკებას მართავს. 

მსგავსი სტატიები