ფოთის ყოფილი მერი სამართალდამცავ სტრუქტურას უბრუნდება
ფოთის ყოფილი მერი სამართალდამცავ სტრუქტურას უბრუნდება. დავით სარსანია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დეპარტამენტში ერთ-ერთი სამმართველოს უფროსად დაინიშნა. დღეს მან ეს ინფორმაცია „კურსორს“ დაუდასტურა. 2013 წელს დავით სარსანია ქალაქის მერი იყო, დაახლოებით ერთ წელიწადში მან თანამდებობა დატოვა და საქმიანობა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო გუბერნიაში, გუბერნატორის მოადგილის პოზიციაზე განაგრძო, თუმცა, აღნიშნული სამსახურიდანაც იგი მალევე გათავისუფლდა. ახლა სატელეფონო ხაზზეა ფოთის ყოფილი მერი.