სიახლე 

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელიც 1918 წლიდან იღებს სათავეს. დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა ფოთშიც.  ღონისძიებები ტრადიციული მსვლელობით გაიხსნა. რიგითმა მოქალაქეებმა  და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა გეზი აღმაშენებლის ქუჩიდან აიღეს და ნიკო ნიკოლაძის კოშკთან დაასრულეს, სადაც  ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლის მიერ „მრავალჟამიერი“  შესრულდა.  ნიკო ნიკოლაძის კოშკზე კი ქართული დროშა აღიმართა.  

მსგავსი სტატიები