სიახლე 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების პარტიიდან წასვლას რეგიონებში ეხმაურებიან

„ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრის მხრიდან პარტიის დატოვების  ფაქტს  რეგიონებშიც  ეხმაურებიან.  როგორც  პარტიის საქალაქო ორგანიზაციაში  აცხადებენ,    ეს გადაწყვეტილება  მათთვისაც მოულოდნელი იყო, თუმცა   ამით  პოლიტიკური  ორგანიზაციის  ერთიანობას   საფრთხე      არ  ემუქრება  და  საერთო მიზნისთვის   ბრძოლას  აგრძელებენ.   “ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრებმა – ზურაბ ჯაფარიძემ, გოგა ხაჩიძემ, პავლე კუბლაშვილმა და გიორგი მელაძემ დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელეს, რომელშიც პარტიის დატოვების მიზეზები განმარტეს და ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე ისაუბრეს.  სახელისუფლებო  წრეებში კი  პარტიის  დაშლას არ გამორიცხავენ.   

მსგავსი სტატიები