სიახლე 

სამეგრელო ზემო-სვანეთის ჭადრაკის რეგიონის ფედერაციის ყრილობა

დღეს სამეგრელო ზემო-სვანეთის ჭადრაკის რეგიონის ფედერაციის ყრილობა გაიმართა, სადაც ყრილობის დელეგატებმა ფედერაციის თავმჯდომარე აირჩიეს. ამ პოსტზე უკვე მეორედ 4 წლის ვადით გერმანე სალია ერთხმად აირჩიეს. დღესვე აირჩიეს ფედერაციის გენერალური მდივანი, მწვრთნელთა, მსაჯთა და სარევიზიო კომისიების თავმჯდომარეები. ფედერაციის პრეზიდენტმა გაწეული მუშაობის ანგარიში წარმოადგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გასული 4 წელი ყრილობის დელეგატთა  მიერ დადებითად შეფასდა.

მსგავსი სტატიები