სიახლე 

ფოთელი ხელბურთელების წარმატება

ხელბურთში საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ექვსეულის დასკვნითი ტურნირი თბილისში გაიმართა. 2000-2001 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის ექვსეული სამი რეგიონული ტურნირის შემდეგ შეირჩა. აღმოსავლეთში გაიმარჯვეს თელავმა და ყვარელმა, დასავლეთში ფოთმა და ბათუმმა, თბილისის ზონაში კი „პეგასმა’’ და რუსთავმა. საფინალო გადამწყვეტ მატჩში ფოთის „ოქროს ვერძი“ თბილისის „პეგასს’’ დაუპირისპირდა. შეხვედრა თბილისელტა გამარჯვებით, შემდეგი ანგარიშით 36-25 დასრულდა; შესაბამისად, საქართველოს ჩემპიონი „პეგასი“ გახდა, ხოლო ფოთელი ხელბურთელები მეორე საპრიზო ადგილს დასჯერდნენ. ახალ სეზონს ხელბურთელები სექტებრიდან განაახლებენ.

 

მსგავსი სტატიები