სიახლე 

ფოთელი მოჭიდავეების წარმატებები. 19 ივნისი, 2015

უმცროს ჭაბუკთა შორის, ბათუმმა ჭიდაობა ძიუდოში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა. მასში აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს ნაკრებმა გუნდებმა იასპარეზეს. ტურნირზე 300-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. საპრიზო ადგილებზე ფოთელი მოჭიდავეებიც გავიდნენ. ლუკა გადელია 30 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა, ხოლო ანდრო არზიანი, აკაკი კვატანია და ბექა სანაია – მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ. სპორტსმენები ინტენსიურ ვარჯიშებს გადიან, 26-27 ივნისს ისინი მესტიაში მსოფლიო ჩემპიონის ნესტორ ხერგიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე მოსინჯავენ ძალებს.

 

მსგავსი სტატიები