სიახლე 

ყაჩაღობა ფოთში

ფოთში გვიან ღამით ყაჩაღობა მოხდა.  ნიღბიანმა და შეიარაღებულმა პირებმა რეკვავას ქუჩაზე მდებარე  „ვისოლის’’  ბენზინგასამართ  სადგურიდან მუქარითა და იარაღის გამოყენებით 240 ლარი  წაიღეს. შემთხვევის დროს ადგილზე „ვისოლის’’ ორი თანამშრომელი იმყოფებოდა. ნიღბიანები   სეიფის გატეხვასაც ცდილობდნენ, თუმცა ვერ მოახერხეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას ფოთის პოლიცია აწარმოებს. „ვისოლის’’ თანამშრომლები კომენტარს არ აკეთებენ. 

მსგავსი სტატიები