სპორტული შეჯიბრება გეზრბენში ფოთის სკოლებს შორის დასრულდა 24 03 17

ფოთში , 9 აპრილის ხეივანზე , ჩატარდა 2017 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფოთის პირველობა მძლეოსნურ გეზრბენში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქალაქ ფოთის საჯარო და კერძო სკოლების გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა.

პირველი ადგილის მფლობელი ვაჟებში მე- 6 საჯარო სკოლა გახდა ,ხოლო გოგონებში მე- 4 საჯარო სკოლის მოსწავლეები.

შეჯიბრი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.

პროგრამა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ხორციელდება. 
გამარჯვებული მოსწავლეები ქალაქის მერმა ირაკლი კაკულიამ დააჯილდოვა.

მსგავსი სტატიები