ძლიერმა ღელვამ ფოთს სანაპირო ზოლი დააზიანა
სტიქიას ფოთის მოსახლეობისთვის, სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, სერიოზული ზიანი არ მიუყენებია.ძლიერი შტორმის შედეგად კუნძულის სანაპირო ზოლზე,ზღვის მიერ გამორიყული ნაშალი მასალით, სავალი ნაწილი ჩაიხერგა.ფოთის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები, ორი დღის მანძილზე გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ. სინოპტიკოსების განცხადებით საშტორმო მდგომარეობა სავარაუდოდ ხვალამდე შენარჩუნდება.