ფოთის მე-4 სკოლის ფეხბურთელებმა რეგიონალურ ტურნირში გაიმარჯვეს
კოკაკოლას თასის ფინალურ მატჩში ფოთის მე4 საჯარო სკოლის გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა.რეგიონალურ ტურნირში 950 მდე სკოლამ და 9 ათ 500 მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ფოთელებმა ფინალურ ეტაპზე 3 თამაში ჩაატარეს და მარტვილის,ჩხოროწყუსა და აბაშის გუნდები დაამარხეს. მეოთხე სკოლელები საქართველოს ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას,რომელიც კვარიათში თვის ბოლოს გაიმართება. კოკაკოლას თასი საქართველოს სკოლებს შორის ყოველწლიურად იმართება. მისი რგანიზატორები არიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და კომპანია კოკაკოლა. ტურნირი მიზნად ისახავს მოზარდებში ფეხბურთისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.