სიახლე 

ფოთში, საცურაო აუზისა და სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს 11 02 19

რაგბის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობა მიმდინარეობს. სამშენებლო პროცესს ფოთის მერი გოჩა კურდღელია, პირველ მოადგილესთან კონსტანტინე თოფურიასთან ერთად გაეცნო. როგორც, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, ობიექტზე ფუნდამენტის ჩასხმა და მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდა. კომპანია, პროექტის შესაბამისად, შემდგომი სამშენებლო პროცესის დასაწყებად ემზადება. მშენებლობას ესპანური კომპანია „Cobra Instalaciones servicios, S.A. branch Georgia “ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 14 500 136 ლარია. პროექტი ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას უშუალო ჩართულობით ხორციელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

მათემატიკის ოლიმპიადაში ფოთელი მოსწავლეები დააჯილდოვეს 11 02 19

ფოთში მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტის“ მე-19 სეზონის დაჯილდოვება გაიმართა. მეხუთე საჯარო სკოლაში, ქალაქის მასშტაბით გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს. მათ დიპლომები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, ასევე ფასიანი საჩუქრები გადასცეს. როგორც „ევერესტი“-ის წარმომადგენელი ამბობს, ყურადღების მიღმა არც მასწავლებლებს ტოვებენ. ყოველ სეზონზე ოლიმპიადა გამარჯვებული მოსწავლეების პედაგოგებს აჯილდოვებს. მათი თქმით, საქართველოში ამჟამად „ევერესტი“ ყველაზე დიდი მათემატიკური ოლიმპიადაა. მასში ყოველწლიურად საჯარო და კერძო სკოლების 30 000 მოსწავლე მონაწილეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში წითელას და გრიპის ვირუსის კლება დაფიქსირდა 11 02 19

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში წითელას 12 და გრიპის ვირუსის 41 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ ჩაუტარდათ შესაბამისი მკურნალობა და უკვე ჰოსპიტალიზირებულები არიან.

იხილე მეტი
სიახლე 

გენადი გურალიასთან შეხვედრა ფოთში 08 02 19

ფოთში, წყალსათხილამურო სპორტში მრავალგზის, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონთან, გენადი გურალიასთან შეხვედრა გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებს, მან მიღწეულ წარმატებებზე და სპორტის ამ სახეობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მაშველები მოინახულა 08 02 19

ფოთში მე-11 დღეა მდინარეში ჩავარდნილ 16 წლის ბიჭს ეძებენ. შემთხვევის ადგილზე მაშველები და მოზარდის ოჯახის წევრები, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა, აბაშის მერთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. მათ თანადგომა გამოუცხადა და მაშველებს პროდუქტი გადასცა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენელი ,,ოცნებაში” გადავიდა 08 02 19

ფოთში, „დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენელი საკრებულოში, თორნიკე ხარჩილავა „ქართული ოცნების” წევრი გახდა. ის ხმათა უმრავლესობით ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. შეგახსენებთ, თორნიკე ხარჩილავამ პარტიული სიით უფროსი ძმა, ოთარ ხარჩილავა სექტემბერის თვეში ჩაანაცვლა და როგორც ოპოზიციონერი, საკმაოდ აქტიური დეპუტატის იმიჯის შექმნას გეგმავდა. თუმცა ამჯერად მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მისი და „ოცნების“ პოლიტიკური შეხედულებები იდენტური აღმოჩნდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ჭადრაკის სამეგრელო-ზემო სვანეთის ჩემპიონატი დაიწყო 08 02 19

ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო კლუბში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატის პირველი ტური გაიმართა. ჩემპიონატი 8, 12 და 16 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის 11 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება, მასში რეგიონის სხვადასხვა ქალაქიდან 75-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს. ტურნირი შვეიცარიული სისტემით შვიდ ტურად ტარდება. როგორც საჭადრაკო კლუბში აღნიშნეს, 16 წლამდე მოჭადრაკეთა ტურნირი ფიდეს რეიტინგით ითვლება. ამ ტურნირით გამოვლინდებიან ის მოჭადრაკეები, რომლებიც საქართველოს უმაღლესი ლიგის ტურნირის საგზურს მოიპოვებენ. საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები, მედლებით, დიპლომებითა და თასებით დაჯილდოვდებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი 08 02 19

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე 9 თებერვლიდან 10 თებერვლის ჩათვლით დრო გამოშვებით წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, ჰაერის ტემპერატურა დაეცემა და მინიმალური +7 ° დაფიქსირდება. 9 თებერვალს ცვალებადი ქარი იქროლებს 5-10მ/წმ სიჩქარით.ძირითადად ღრუბლიანობაა მოსალოდნელი, დღე-ღმის განმავლობაში მცირე ნალექი დაფიქსირდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +9 ° 11 °; ღამით კი + 7 ° + 9 ° იქნება. 10 თებერვალს სამხრეთის ქარი დაფიქსირდება, რომელიც 15 მეტრი წამი სიჩქარით დაქროლავს. მოსალოდნელია კოკისპირული წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 +11 გრადუსი, ხოლო ღამით +7 +10 გრადუსი დაფიქსირდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში 44 წლის ქალის გარდაცვალებაში ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ 6 02 19

ფოთში, 44 წლის ლელა ანჯაფარიძის გარდაცვალებაში, ოჯახის წევრები ქალაქის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს მედ-პერსონალს ადანაშაულებენ.ისინი მომხდარი ტრაგედიის მიმეზად ექიმების დაუდევრობას ასახელებენ.მათი განცხადებით 44 წლის ქალბატონს ბრმა ნაწლავის ოპერაცია დაგვიანებით გაუკეთდა, რამაც ორგანიზმის მოწამვლა გამოიწვია. გარდაცვლილის ახლო ნათესავები საავადმყოფოს დახურვას და ექიმების დასჯას მოითხოვენ. „პაციენტი როდესაც სასწრაფომ დილის 4 საათისთვის საავადმყოფოში გადაიყვანა, რატომ არ მოახდინა მორიგე ექიმმა მყისიერი რეაგირება? რატომ არ გამოიძახა 10 საათამდე ექიმები და სასწრაფო ოპერაცია რატომ არ გაუკეთდა დროულად? როგორც მეუღლეს უთხრეს, ბრმა ნაწლავი იყო გამსკდარი და ჟონავდაო. დაგვიანებული ოპერაციის გამო ორგანიზმი მოეწამლა. შემდეგ მესამე დღეს გამოწერეს, ისე რომ…

იხილე მეტი