სიახლე 

რუსეთის მცენარეთა დაცვის სპეციალისტების ვიზიტი საქართველოში

რუსეთის მცენარეთა დაცვის სპეციალისტების ვიზიტი საქართველოში გრძელდება. ვითარების გაცნობის მიზნით, მათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფიტოსანიტარული სისტემები დაათვალიერეს, დასავლეთ საქართველოში კი მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის მუშაობას გაეცვნენ. მათი თქმით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში საქართველოს გამოცდილება და გატარებული ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის დღეები 2018: ცენტრალურ პარკში კონცერტით დასრულდა

„ფოთის დღეები -2018“ ქალაქის ცენტრალურ პარკში გამართული ღონისძიებით დასრულდა, რომელშიც ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად, დედაქალაქიდან მოწვეული ცნობილი ანსამბლის „ქუჩის მუსიკოსების“ ორი თაობა იღებდა მონაწილეობას.

იხილე მეტი
სიახლე 

როგორია ფერომონების შედეგები საქართველოს რეგიონებში

,,აღმოსავლეთ საქართველოში განთავსებულმა სპეციალურმა ხაფანგებმა ადგილზე აზიური ფაროსანას არსებობა არ დაადასტურა“, – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე აცხადებს. ზურაბ ლიპარტიას თქმით, დღევანდელი მონაცემებით, აღმოსავლეთ საქართველო რისკის ზონას არ წამოადგენს.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ლიპარტია აღნიშნავს, რომ აქ მავნებელი ხაფანგების საშუალებით უკვე დააფიქსირეს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ტემპერატურა კვლავ ცვალებადია, არამასშტაბურად.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ამბობს, რომ დასავლეთ საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც აზიური ფაროსანას გააქტიურება შეინიშნება, შესაბამისი ღონისძიებები მომდევნო კვირიდან დაიწყება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის სახელოვნებო ცენტრის მოსწავლეების შემოქმედებითი საღამო

14-აპრილი ქართული ენის დაცვის დღეა.
დედა ენის კვირეულის ფარგლებში, ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში, ბავშვთა ნახატების გამოფენა გაიმართა
„ქალაქი და ზღვა“ _ამ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები ფოთის აკაკი ჩხაიძის სახელობის სახელოვნებო სასწავლებლის მოსწავლეებმა და მათთან ერთად, დედაქალაქიდან მოწვეულმა სტუმრებმა, თბილისის სოლიკო ვირსალაძის სახელობის N1 სამხატვრო ხელოვნების სკოლის აღსაზრდელებმა წარმოადგინეს.
ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში, ა(ა)იპი სახელოვნებო ცენტრის მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის, მხატვრული კითხვის წრის მოსწავლეების მიერ ლიტერატურული კომპიზიცია „ოდა ქართულ ენას“ იქნა წარმოდგენილი.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ პოეტები : ნანა გუნია, მურად მთვარელიძე, მიხეილ ღაღანაშვილი.

იხილე მეტი
სიახლე 

კვირაცხოვლობის დღისადმი მიძღვნილი წირვა ფოთში

მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის სწორზე კვირაცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს.
სადღესასწაულო წირვა საკათედრო ტაძარში 12 საათზე დაიწყო. ღვთისმსახურება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა აღასრულა.

იხილე მეტი
სიახლე 

ქალაქის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფოთის კულტურის სახლში

„ფოთის დღეები_2018“ ის ფარგლებში, ა(ა)იპი სახელოვნებო ცენტრის დარბაზში ქალაქ ფოთის თვითმმართველობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მას ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამღვდელოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიებაზე, სახელწოდებით „ქალაქ ფოთის თვითმმართველობის ისტორია“ ანტიკური ეპოქიდან დღემდე, ფაზისისა და შემდგომ ფოთის განვითარების იტორიის მნიშვნელოვან ეპიზოდებზე ისაუბრეს.
ქალაქის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, ფოთის 16 მოქალაქე საპატიო მადლობის სიგელით დაჯილდოვდა
სიმბოლურია, რომ ქალაქის დღეების აღნიშვნა, ფოთის საპორტო ქალაქად გამოცხადების 160 და თვითმმართველობის შემოღების 135 წლისთავს დაემთხვა.

იხილე მეტი
სიახლე 

ქალაქის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ტაძარში

დღეს ფოთი ქალაქის დღეს აღნიშნავს.
საკათედრო ტაძრის სამრევლო დარბაზში საქართველოს ქალაქების სიმბოლიკისა და ჰერალდიკის გამოფენა გაიმართა
ქალაქის მერის გოჩა კურდღელიას მოწვევით ფოთს საქართველოს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, საქართველოს პარლამენტის წევრი სალომე ზურაბიშვილი, მწერალი გურამ დოჩანაშვილი , ქვეყნის თვითმმართველი ქალაქების მერები , ისრაელისა და პოლონეთის დამეგობრებული ქალაქების დელეგაციები ესწრებოდნენ,
სამრევლო დარბაზშივე, შეკრებილი საზოგადოების წინაშე წარსდგა კვინტეტი „ურმული“, რომელმაც ხალხური ინსტრუმენტების თანხლებით ეროვნული სიმღერები და საგალობლები შეასრულა.
კონცერტის დამთვრების შემდეგ სტუმრებმა ნიკო ნიკოლაძის ძეგლთან გადაინაცვლეს სადაც ფოთის საპატიო მოქალაქეები უნდა დაასახელონ.

იხილე მეტი
სიახლე 

სამეგრელოს ასაკობრივი ჩემპიონატი დაიწყო

13 აპრილს, სამეგრელო ზემო სვანეთის ჩემპიონატი ფეხბურთში დაიწყო სადაც 5 ასაკობრივი გუნდი: U10, U11, U12, U13 და U14-ია წარმოდგენილი. ჩემპიონატში გუნდები პირველ ეტაპს ივნისის თვეში დაასრულებენ , მეორე ეტაპი განახლდება სექტემბერში და იგი დეკემბრის თვემდე გაგარძელდება.
სამწუხაროდ ფოთელთა 14 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა გუნდი პირველ მატჩში მარტვილელ თანატოლებთან ანგარიშით 3:1 დამარცხდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში დედაენის კვირეული დაიწყო

ფოთში დედა ენის კვირეული ახალგაზრდა მწერლებთან შეხვედრით დაიწყო..ქალაქ ფოთის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში ახალგაზრდა მწერლები და პოეტები: ზვიად კვარაცხელია, გვანცა ჯობავა და ნინო სადღობელაშვილი მოსწავლე -ახალგაზრდობასა და ქალაქის საზოგადოებას შეხვდნენ. საუბარი ქართულის ენისა და მწერლობის განვითარების ისტორიასა და დღევანდელობის საკითხებს შეეხო. შეხვედრის დასასრულს გამომცემლობა ,,ინტელექტის“ და ,,არტანუჯის“ წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
ბიბლიოთეკის ფოიეში ქართული ენის თემატიკისადმი მიძღვნილი, აკაკი ჩხაიძის სახელობის სასწავლებლის მოსწავლეთა ნახატები გამოიფინა.

იხილე მეტი