სიახლე 

დაზიანებული თხილისა და სიმინდის მოსავალი

აზიური ფაროსანასგან მიყენებულ ზარალზე მოსახლეობა დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ჩივის. ადგილობრივები ამბობენ, რომ არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია სხვადასხვა კულტურის წამლობის პერიოდთან დაკავშირებით.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის რეგიონუილ სამმართველოში აცხადებენ, რომ მოსახლეობა მათ მსგავსი კითხვებით ხშირად მიმართავს, სპეციალისტები მათ შესაბამის რეკომენდაციებს უწევენ.
რაც შეეხება ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს, უწყების წარმომადგენლის თქმით, ზუგდიდის რეგიონში დარიგებულია ქიმიური პრეპარატები და ფერომონები, ასევე მათი გამოყენებისა და უსაფრთხოების წესების შესახებ შესაბამისი საინფორმაციო ბუკლეტები. პროცესში ჩართული იყო ადგილობრივი თვითმართველობაც.
აზიური ფაროსანას შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით დაწყებულია მედია კამპანია ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. რეპორტაჟი მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) მხარდაჭერით. წინამდებარე რეპორტაჟი არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობისა და USAID-ის შეხედულებებს“

იხილე მეტი
სიახლე 

ახალგაზრდები ფაროსანას წინააღმდეგ

ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ახალზგარდა მოხალისეებიც იყვნენ ჩართული. 105 მოხალისეს USAID REAP-ის და NFA-ს მიერ ტრენინგები ჩაუტარდა. მათ მავნებლის წინააღმდეგ საჭირო ღონისძიებების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდათ. სწავლების დასრულების შემდეგ, ზუგდიდისა და წალენჯიხის 16 თემის 37 სოფელში გადანაწილდნენ. თითოეული მოხალისე დღის განმავლობაში 15 ვიზიტს ახორციელებდა. საბოლოო ჯამში ახალგაზრდები ამ ორ რაიონში დაახლოებით 11 000 ოჯახს ეწვივნენ.
პროგრამის მიზანი, ფაროსანას წინააღმდეგ მიმართული აქტივობების მონიტორინგი და საზოგადოებაში ინფორმაციის გავრცელებაა.
მოხალისეები თითოეულ ოჯახს ეკითხებოდნენ განახორციელეს თუ არა მთავრობის მიერ დარიგებული ქიმიური საშუალებებით წამლობა შესაბამისი ინსტრუქციის დაცვით, თუ გამოიყენეს ფერომონი და კიდევ ერთხელ აფრთხილებენ, რომ მათთვის მიწოდებული ინსექტიციდის გამოყენება საცხოვრებელ სახლებში არ შეიძლება.
პროექტი სურსათის ეროვნული სააგენტოს და USAID – ის ზრდა პროექტის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.
აზიური ფაროსანას შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით დაწყებულია მედია კამპანია ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. რეპორტაჟი მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) მხარდაჭერით. წინამდებარე რეპორტაჟი არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობისა და USAID-ის შეხედულებებს“

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის რაიონული პროკურატურის დასუფთავების აქცია

ფოთის რაიონულმა პროკურატურამ პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში, ფოთში დასუფთავების აქცია გამართა.კუნძულის სანაპირო ზოლი მერიის შესაბამისი სამსახურის დახმარებით, საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან დასუფთავდა.აქციაში ფოთის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა

იხილე მეტი
სიახლე 

შავი ზღვის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება ფოთში

კოლხეთის ეროვნულ პარკში შავი ზღვის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა,რომელშიც კოლხეთის ეროვნული პარკის ნორჩმა ელჩებმა მიიღეს მონაწილეობა.ბავშვრბმა შავი ზღვის თემატიკაზე,მათ მიერ შექმნილი ანიმაციური და დოკუმენტური ფილმები წარმოადგინეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის სასამართლომ “სამართლიანი არჩევნების“ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

ფოთის საქალაქო სასამართლომ \”სამართლიანი არჩევნების\” სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.კერძოდ, 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ხოლო საჩივარის ხელახლა განხილვის მოთხოვნას უარი ეთქვა.

იხილე მეტი
სიახლე 

თევზჭერის ახალი რეგულაციები

გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მეთევზეებისთვის ახალი რეგულაციის შემოღებასთან დაკავშირებით ,გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დაუკავშირდით. მათი წარმომადგენელის განცხადებით თევზაობის პროცესში მონიტორინგის სისტემის შემოღება ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე მოხდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მე-4 სკოლაში შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა

დღეს მეოთხე საჯარო სკოლაში საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა ღონისძიება „ილია ჭავჭავაძე _ უკვდავების ფენომენი“ წარმოადგინეს.ბავშვებმა ილიას ბიოგრაფიის,შემოქმედებისა და მოღვაწეობის ამსახვლი ფოტო-კადრების გამოფენა მოაწყვეს.ასევე ს მოსწავლეებმა ილიას ცნობილი ლექსები წაიკითხეს

იხილე მეტი
სიახლე 

4 ნოემბერს ფოთში “კოლხეთი-1913“ გორის “დილას“ უმასპინძლებს

4 ნოემბერს ფოთში ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის 27-ე ტურის მატჩი გაიმართება, „კოლხეთი-1913“ გორის „დილას“ ქალაქის „პარკი არენას“ სტადიონზე უმასპინძლებს, თამაში 13:00 სთ დაიწყება.

იხილე მეტი
სიახლე 

რას გეგმავს სახელმწიფო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის

ის არეაილი, რომელზეც დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანა იყო გავრცელებული, ნელ-ნელა ფართოვდება,- სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე გიორგი იაკობაშვილი განმარტავს, რომ მავნებლს ფრენა დღე-ღამის განმავლობაში რამდენიმე ათეულ კილომეტრზე შეუძლია.სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიული ხედვა მზადაა და იგი უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით მომზადდა. უწყების უფროსის მოადგილის ზურაბ. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოში მედიაკამპანიაც ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ მიმდინარეობს, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პატნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. რეპორტაჟი მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP მხარდაჭერით. წინამდებარე რეპორტაჟი არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობისა და USAID-ის შეხედულებებს

იხილე მეტი
სიახლე 

როგორია აზიური ფაროსანას გავრცელების ალბათობა აღმოსავლეთ საქართველოში

ის არეაილი, რომელზეც დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანა იყო გავრცელებული, ნელ-ნელა ფართოვდება,- სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე გიორგი იაკობაშვილი განმარტავს, რომ მავნებლს ფრენა დღე-ღამის განმავლობაში რამდენიმე ათეულ კილომეტრზე შეუძლია.
ბაღლინჯოს გავრცელებას ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს დასავლეთიდან აღმოსავლეთ საქართველოში მოძრავმა სატრანსპორტო საშუალებებმა.
იაკობაშვილის თქმით, სააგენტო აზიური ფაროსანას გავრცელების მონიტორინგს მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს, მონიტორინგის შედეგების მიხედვით კი შემდგომ ღონისძიებებს დაგეგმავს.
მავნებელი დაფიქსირდა თბილისშიც. დედაქალაქში მისი საწინააღმდეგო შეწამვლები უკვე განხორციელდა.
სეს-ის უფროსის მოადგილე, ასევე გამოეხმაურა ბოლო პერიოდში გავრცელებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური საშუალება აზიანებს ეკოსისტემას. იაკობაშვილის თქმით, პრეპარატი ამერიკელი და ევროპელი სპეციალისტების მიერ საკუთარ ქვეყნებში უკვე გამოცდილია და მის მიერ ფაროსანას გარდა ეკოსისტემის სხვა სახეობების ზიანი არსად დაფიქსირებულა, მათ შორის არც საქართველოში.
აზიური ფაროსანას შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით დაწყებულია მედია კამპანია ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პატნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. რეპორტაჟი მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP მხარდაჭერით. წინამდებარე რეპორტაჟი არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობისა და USAID-ის შეხედულებებს“

იხილე მეტი