სიახლე 

ფოთის მე-2 საჯარო სკოლის ღონისძიება 15 06 17

მე-2 საჯარო სკოლაში ღონისძიება \” მე და ჩემი სიყვარული მზისფერება\” გაიმართა.მე-9 კლასის მოსწავლეებმა სიყვარულის თემაზე დაწერილი ლექსები და ციტატები წაიკითხეს.ღონისძიება ქართულის მასწავლებლის სოფიო ღლონტის ორგანიზებით ჩატარდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მე-5 სკოლის მოსწავლეების წარმატება

ფოთის მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეები,თბილისში ჩატარებულ კონკურსში საუკეთესო ხუთეულში მოხვდნენ.ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ ორგანიზებულ კონკურსში \”\”ყველაზე წიგნიერი\”,მე-5 საჯარო სკოლის მე-9,მე-10 და მე-11 კლასის 6 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა,მათ გუნდურ შეჯიბრში საქართველოს მასშტაბით უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრში 16-17 ივნისს სპექტაკლებზე დასწრება თავისუფალია

ფოთის სახელმწიფო თეატრში 16 და 17 ივნისს ,დამოუკიდებელი თეატრალური პრემია \”დურუჯის\” საკუნკურსო ჩვენების ფარგლებში ოთხ სპექტაკლს ითამაშებს.16 ივნისს 13:00 საათიდან სამი სპექტაკლი გაიმართება,ხოლო 17 ივნისს 12:00 საათზე ერთი სპექტაკლი.დასწრება უფასოა

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრი პრემიერისთვის ემზადება. 14 ივნისი, 2017

ფოთის სახელწიფო თეატრი პრემიერისთვის ემზადება.\”მკვდარი ქალაქები\” ასე ქვია სპექტაკლს,რომელიც ნამდვილ ამბავზეა აგებული.დოკუმენტურ ფილმს მაყურებელი ივლისის შუა რიცხვებში იხილავს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ახალი სატუმბი სადგური შენდება

ფოთში სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს.2013 წლიდან ქალაქში 7 სატუმბი სადგური ფუნქციონირებს.ახალი სადგურის მშენებლობის პარალელურად,მოქმედი სატუმბ სადგურებს რეაბილიტაცია ჩაუტარდათ.მიმდინარე სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მოპოვებული გრანტის ფარგლებში ხორციელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში შ.შ.მ. პირთა უფლებების დაცვის დღე აღნიშნეს

14 ივნისი საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით 2000 წლიდან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა დაცვის დღედ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ფოთში სხადასხვა აქტივობა გაიმართა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მოჭიდავეების წარმატება. 13 ივნისი, 2017

9-10 ივნისს ქარელში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონის მალხაზ ბერუაშვილის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ძიუდოში, სადაც ფოთელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს:
ელიზბარ თურქია – I ადგილი, 55 კგ წონითი კატეგორია
ბექა სანაია – III ადგილი, 73 კგ წონითი კატეგორია
ვიტალი ქაქუთია – III ადგილი, 60 კგ წონითი კატეგორია

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერიისა და ჭოჭუას სასამართლო პროცესი დასრულდა

დღეს ფოთის საქალაქო სასამართლომ მერიიდან გათავისუფლებული თამარ ჭოჭუას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.მან რამდენიმე თვის წინ მერიას სამსახურიდან დათხოვნის გამო უჩივლა. მისი თქმით , მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მან ყველა შეკითხვას უპასუხა და უმაღლესი ქულა მიიღო, თუმცა სამსახურიდან მაინც დაითხოვეს. ჭოჭუას განცხადებით, მიზეზი მეუღლის პოლიტიკური წარსულია

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მე-11საჯარო სკოლის ღონისძიება

მე-11 საჯარო სკოლაში დღეს გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით _ \”ენა,მამული,სარწმუნოება\” გაიმართა.ზეიმში საბაზო და დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საჭადრაკო სკოლაში კონკურსი დაიწყო

ფოთის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეები დღეს ერთმანეთს საჭადრაკო ამოცანების ამოხსნაში შეეჯიბრნენ.ასაკობრივ კონკუნკურსში 100 მოჭადრაკე ღებულობს .მონაწილეობას.გამარჯვებული ხვალ გამოვლინდება.საუკეთესო შედეგის მქონე ბავშვები საჩუქრებით დაჯილდოვდებიან,ხოლო პირველ სამეულს დიპლომები გადაეცემათ.

იხილე მეტი