სიახლე 

მერიისგან შეჭირვებულებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ

კვირის განმავლობაში პატარებისათვის ღონისძიებები ჩატარდა, ადგილობრივი ხელისუფლებისგან მრავალშვილიან,და შეჭირვებულ ოჯახებს საჩუქრები გადაეცათ. საახალწლო ნობათი მიიღეს ობოლმა და , შეზღდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებმა, საჩუქრები მათ ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე თოფურიამ და ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ დაურიგეს.

იხილე მეტი
სიახლე 

საახალწლო ღონისძიება ფოთის პორტის ორგანიზებით მოეწყო

„ეი-პი-ემ ტერმინალს ფოთი’’ ის ორგანიზებით ქალაქში ტრადციული საახალწლო სპექტაკლი ტარდება. დღეს ჩვენებას სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღის“ შემეცნებითი გადაცემა „ფერადი ამბების“ წამყვანები დაესწრნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

წლის საუკეთესო მოჭადრაკეების დაჯილდოება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჭადრაკისა და შაშის ფედერაციამ და ქალაქ ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის ჭადრაკისა და შაშის კომპლექსურმა სასპორტო სკოლამ 2014 წლის ფოთის საუკეთესო მოჭადრაკეების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება ჩაატარა. მას მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

„ინტელექტ პლიუსმა“ საქველმოქმედო აქცია მოაწყო

ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებს გადაეცათ დღეს საჩუქრები ორგანიზაცია „ინტელექტ პლიუსში“. ღონისძიების მოწყობაში კერძო კომპანია დაეხმარა.

იხილე მეტი
სიახლე 

სიურპრიზი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარებს

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრმა ბენეფიციარებს სიურპრიზი მოუწყო. პატარებს თოვლის ბაბუა და ზღაპრის გმირები შინ ესტუმრნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

კომპანია „მეცხრე ტალღის“ საქველმოქმედო აქციას დღეს მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი შეუერთდა 30 12 2014

სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღის“ საქველმოქმედო აქციას დღეს მოსწავლე ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრი გამოეხმაურა. „მეცხრე ტალღამ“ საქველმოქმედო აქცია დაიწყო, ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩვენთან მოვიდეს და სათამაშოები მოიტანეს. საჩუქრები მზრუნველობამოკლებულ მოზარდებს გადაეცემათ.

იხილე მეტი
სიახლე 

ბრიფინგი „ნაციონალურ მოძრაობაში“

დღეს საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მისამართით განცხადებები გააკეთა. მის განცხადებებს დღეს ფოთელი ნაციონალები გამოეხმაურნენ. მათ თემას სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნეს. ტელეკომპანია „ტაბულას“ მიერ დასმულ კითხვაზე არის თუ არა ვლადიმერ პუტინი საქართველოსა და უკრაინის საერთო მტერი, ღარიბაშვილმა ასე უპასუხა „ საქართველოს მიმართ მტრულად და მოღალატეობრივად ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქმედებს, რომელიც შეიაღარებული ძალების წარმომადგენლებს უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში ჩართვისკენ მოუწოდებს’’.

იხილე მეტი