სტუდია ვაშინგტონი 01 07 21
სტუდია ვაშინგტონი ,,ამერიკის ხმისა” და ,,რეგიონალურ მაუწყებელთა ალიანსის” ერთობლივი პროექტი
იხილე მეტისტუდია ვაშინგტონი ,,ამერიკის ხმისა” და ,,რეგიონალურ მაუწყებელთა ალიანსის” ერთობლივი პროექტი
იხილე მეტი,,მე-9-ე ტალღა” წარმოგიდგენთ, გადაცემას ,,თვითმმართელობის დრო”-ს ,რომლის მიზანია ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მუშაობის შესახებ,საზოგადოებისთის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება.2021 წლის პირველი გადაცემის სტუმარია : ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის, კულტურის,განათლების,ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი – ზურაბ ტიბუა,რომელიც ქალაქში გახორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების შესახებ საუბრობს.
იხილე მეტი26-29 ივნისს ჭიათურაში კრივში თენგიზ ჯაოშვილის და სპარტაკ ასანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა, სადაც ფოთის კრივის სასპორტო სკოლის მოკრივეთა კლუბ “ლიდერის” სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ფოთის კრივის სასპორტო სკოლის მოკრივე, რეზი კაკულია ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც აგვისტოში ხორვატიაში ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ 26-29 ივნისს ჭიათურაში კრივში თენგიზ ჯაოშვილის და სპარტაკ ასანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა, სადაც ფოთის კრივის სასპორტო სკოლის და მოკრივეთა კლუბ “ლიდერის” სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს.
იხილე მეტი27 ივნისს ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი ,,ნიჩბოსნობა’’-ში დასრულდა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ოთხი სპორტსმენით იყო წარდგენილი . აღნიშნულ ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის ნაკრებმა შეძლო სამი მედლის მოპოვება. ფოთელმა მურმან მალანიამ, მიუხედავად რთული ტრამვისა, შეძლო ნახევარფინალში გასვლა, მაგრამ, სამწუხაროდ, ნახევარფინალიდან ასპარეზობას გამოეთიშა. შეგახსენებთ, რომ 27 ივნისს ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა, სადაც მონაწილეობა ორმა ფოთელმა მიიღო.
იხილე მეტიფოთში მალთაყვის სანაპიროზე 10 ივლისიდან “ზაფხულის თამაშები” ფეხბურთში, ქვიშის და ფრენბურთში იწყება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ , ფოთის ტურიზმისა და სპორტის სამსახურის უფროსს,ბექა გუგუშვილს ვესაუბრეთ. მსურველებს სამივე სახეობაში განაცხადების გამოგზავნა 10 ივლისამდე შეუძლიათ გამარჯვებულები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან ქვიშის ფეხბურთში და ქვიშის რაგბში პირველ ადგილზე გასული გუნდები -1 000 ლარით მეორე ადგილზე გასული – 700 ლარით; ხოლო მესამე ადგილზე მყოფი გუნდი – 500 ლარით დაჯილდოვდება,ფრენბურთში პირველ ადგილზე გასული გუნდი – 800 ლარით; მეორე ადგილზე -500 ლარით ; მესამე ადგილზე გასული გუნდი კი 300 ლარით დაჯილდოვდება .შეგახსენებთ რომ მსურველებს სამივე სახეობაში განაცხადების…
იხილე მეტისაქართველოს საარჩევნო კიმისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ თანამდებობა დატოვა, აღნიშნული გადაწყვეტილება თამარ ჟვანიამ პირად ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა „მსურს, საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება, 2021 წლის 1 ივლისიდან აღარ გავაგრძელო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება, რაც მისცემს საშუალებას პოლიტიკურ მხარეებს განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აირჩიონ ცესკოს თავმჯდომარე.“ აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე თამარ ჟვანია კატეგიულ უარს აცხადებმა აღნიშნული თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით აცხადებდა, რომ არსად წასვლას ის არ აპირებდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ ფოთის ოპოზიციური პარტიის ლიდერებს ვესაუბრეთ და მათი აზრი მოვისმინეთ , მათი გაცხადებით თამარ ჟვანიას,თანამდებობა აქამდეც უნდა დაეტოვებინა . შეგახსენბთ,…
იხილე მეტიკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა დღეს უქმდება. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, შეზღუდვა დღეს 23:00 საათიდან აღარ იმოქმედებს. როგორც ღიბრაძემ განაცხადა, ნებისმიერი შეზღუდვა და რეგულაცია განპირობებულია არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებით. „პირველი ივლისიდან გაუქმდება გადაადგილებაზე შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 23:00 საათიდან 04:00 საათამდე.’’პრაქტიკულ განზომილებაში იქნება შემდეგი რამ : – 30 ივნისს, საღამოს 23:00 საათიდან , ე.წ. კომენდანტის საათი აღარ იმოქმედებს.
იხილე მეტიგუშინ , გამართული ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ, ლეიბორისტული პარტიის ფოთელმა ლიდერმა მამუკა ხორავამ, ქალაქის „საპატიო მოქალაქის“ წოდებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა .„ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი და წარმატებული მოჭადრაკეები ქალაქში, რომლებსაც ღირსეული და საამაყო მწვრთნელები ჰყავთ, ერთ-ერთი ასეთი არის დავით კოდუა, რომელიც წლებია უკვე ამ სფეროს ემსახურება, არის ქალაქში ერთ-ერთი მოწესრიგებული ახალგაზრდა და მე მოვუწოდებ ჩვენს ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ იფიქროს ამ ადამიანების დაფასებაზე და აღნიშნული სტატუსის მათთვის მინიჭებაზე“-განაცხადა მამუკა ხორავამ .შეგახსენებთ, რომ აღნიშნული განცხადება მამუკა ხორავამ, გუშინ საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, მისი მთავარი მოთხოვნა წარმატებული მოჭადრაკეებისთის ,,საპატიო მოქალაქე’’-ს წოდების მინიჭებაა.
იხილე მეტისაქართველოში კორონავირუსის 1010 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯანდაცვის მინისტრი მასობრივი ვაქცინაციის საკითხზე სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა . ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში კორონავირუსთან ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება, რომელიც COVID-19-ის დამარცხებას მასობრივი ვაქცინაციით ითვალისწინებს. მოქალაქეებს „ფაიზერის“ ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა მხოლოდ კლინიკებში ექნებათ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება კლინიკების ნაწილში, ხოლო „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. პასტერის ინსტიტუტის კვლევის თანახმად, არავაქცინირებულ ადამიანს ვირუსის სხვებზე გადაცემის შესაძლებლობა თორმეტჯერ უფრო მეტი აქვს, ვიდრე ვაქცინირებულ ადამიანს. პასტერის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევაში, ვაქცინირებული ადამიანების კორონავირუსით ინფიცირების…
იხილე მეტი“ლეიბორისტულ პარტიას” საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყდა, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პარლამნეტმა გუშინ მესამე მოსმენით მიიღო, რითიც „ლეიბორისტულ პარტიას“ შეუჩერდა საარჩევნო კომისიებში წევრთა დანიშვნის უფლება.აღნიშნულ საკითხზე ჩვენ „ლეიბორისტული პარტიის“ ფოთელ ლიდერს მამაუკა ხორავას ვესაუბრეთ, „ლეიბორსიტული პარტია“ ადგილობრივ არჩევნებში არ აპირებს ხელის ჩაქნევას და აღნიშნული პარტია მის სათქმელს მაინც იტყვის“-განცხადა ჩვენთან ინტერვიუში მამუკა ხორავამ.შეგახსენებთ, რომ „ლეიბორისტულ პარტიას“ საბიუჯეტო დაფინანსება გუშინ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შეუწყდა.
იხილე მეტი