„კურსორის“ სტუმარია გია გაბრიჭიძე
,,კურსორი”-ს სტუმარია: ჟურნალისტი და ექსპერტი გია გაბრიჭიძე,რომელიც რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე საომარ მოქმედებებზე გვესაუბრება.
იხილე მეტი,,კურსორი”-ს სტუმარია: ჟურნალისტი და ექსპერტი გია გაბრიჭიძე,რომელიც რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე საომარ მოქმედებებზე გვესაუბრება.
იხილე მეტიდღეს ფოთის მერიის სხდომათა დარბაზში, საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფკავშირების, ფოთის საქალაქო ორგანიზაციის ინიციტივით, სემინარი თემაზ : დასაქმებულთა უფლებები საჯარო და კერძო სექტორში (არსებული განსხვავებები და მსგავსებები), დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლები, და დისციპლინური წარმოების ფორმა საჯარო გაიმართა. შეხვედრას ფოთის მერიის აიპების თანამშრომლები ესწრებოდნენ. ორგანიზატორთა განცხადებით:ფოთისთვის მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია და მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, აღნიშნული სემინარი კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
იხილე მეტიშანხაიში მკაცრი კარანტინია – სტუდია ვაშინგტონიშანხაიში სადაც 26 მილიონი ადამიანი ცხოვრობს მკაცრი საკარანტინე ზომები მოქმედებს ; ბლინკენი რუსი ოპოზიციონერის კარა-მურზას დაუყონებლივ გათავისუფლებას მოითხოვს ; ვაშინგტონი უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებას არ ადასტურებს – ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ვსაუბრობთ გადაცემაში „სტუდია ვაშინგტონი“
იხილე მეტიგახდი „ლიბერთი პარტნიორი“ – პროგრამის პრეზენტაცია ზუგდიდში. ზუგდიდში „ლიბერთი პარტნიორის“ პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამა ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს საშუალებას აძლებს დამატებითი შემოსავალი, სახლიდან გაუსვლელად და რაც მთავარია, თავისუფალი სამუშაო გრაფიკით, გამოიმუშაოს. სტუდენტებისთვის ეს კარიერული წინსვლის და ლიბერთი ბანკში დასაქმების საუკეთესო შესაძლებლობაა.
იხილე მეტისაქართველოში უამინდობა გრძელდება, შავ ზღვაზე დაფიქსირებულმა ძლიერმა შტორმმა პრობლემები შექმნა ფოთში, კუნძულის უბნის სანაპირო ზოლზე, დაზიანებულია სანაპიროს ინფრასტრუქტურა და საფეხმავლო გზა,რომელიც ქვა-ღორღით დაიფარა . ზღვის ტალღებმა სასეირნო ბილიკებსა და სანაპიროს სხვა მონაკვეთებზე ქვიშა და ნაგავი ამოიტანა.სინოპტიკოსების ცნობით ზღვის ღელვა 4-5 ბალი იქნება.გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, უამინდობა კვლავ გაგრძელდება, 14-16 აპრილს მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება: დასავლეთ საქართველოს დაბლობში ტემპერატურა 0, -1, გრადუსამდე დაეცემა, რამაც შესაძლებელია ხეხილოვანი კულტურების ყვავილების დაზიანება გამოიწვიოს.
იხილე მეტიფოთში,ნაბადის უბანში, სამეგრელოს ქუჩაზე, სამხატვრო- სახელოსნო გაიხსნა,რომელსაც მხატვარ-ფერმწერი ამირან კუპრავა ხელმძღვანელობს.სახელოსნოს შექმნის მიზანი მხატვრობით დაინტერსებული ახალგზრდებისთვის ფერწერის შესწავლაა. აღსანიშნავია რომ ამირან კუპრავა 20 წლის განმავლობაში გერმანიაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა,ახლა კი ფოთში მამისეულ სახლში დაბრუნდა და ქალაქთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს.მხატვარი ფოთში, გერმანელ კოლეგებთან ერთად, პლენერის ჩატარებას აპირებს,ამასთან იგეგემება არაერთი ღონისძიება, რომლის მიზანი ფოთში მხატვრობის კულტურის დამკვიდრებაა. როგორც ამირან კუპრავა ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, ფოთში არის რესურსი იმისათვის რომ შეიქმნას მონუმენტური ხასიათის ნამუშევრები. ცნობისთვის, მხატვრის, ამირან კუპრავას ნამუშევრები სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებშია დაცული.
იხილე მეტი5-10 აპრილს, ქალაქ ფოთში საქართველოს ჩემპიონატი 2006-2007 წლებში დაბადებულ ჭაბუკ მოკრივეთა შორის გაიმართა,რომელშიც 146 მოკრივე,მათ შორის 139 ვაჟი და 7 გოგო მონაწილეობდა. ჩემპიონატი საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა. აღსანიშნავია,რომ ფოთელმა მოკრივეებმა წარმატებით იასპარეზეს სხვადასხვა წონით კატეგორიებში, მათ შორის ფოთის კრივის სასპორტო სკოლისა და მოკრივეთა კლუბ „ლიდერის“ სპორტსმენებმა. .აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფოთის მეორე სკოლის სპორტ დარბაზში, სპორტის სამსახურის წარმომადგენლებსა და გამარჯვებულებს შორის,შეხვედრა გაიმართა,მათ სამომავლო გეგმებზე და აღნიშნული სპორტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღსანიშნავია რომ საქართველოს ჩემპიონატი კრივში, ყოველწლიურად იმართება, გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული მოკრივეები, სიგელებით მედლებითა…
იხილე მეტი„ლიბერთი პარტნიორი“ – ეს არის თავისუფალი სამსახური, რომელიც ფინანსურ შემოსავალთან ერთად, ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობას ჰქმნის. პროგრამაში ჩართვა ნერბისმიერ მსურველს შეუძლია, მიუხედავად ასაკის, სქესის, სამუშაო გამოცდილებისა და განათლებისა. დაინტერესებულმა პირებმა ეწვიეთ ბანკის ონლაინ პლატფორმას www.libertypartners.ge.
იხილე მეტი“იარაღი, იარაღი და იარაღი” – ესეთია კიევის მოთხოვნა ბრიუსელის მიმართ. ამ ფონზე, უკრაინელები კიევთან ახლოს ქალაქ ბოროდიანკას ასუფთავებენ, ქალაქი რუსულმა ცეცხმა მიწასთან გაასწორა.
იხილე მეტისაქართველო 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა უკრაინისთვის 400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით. შესაბამის ოფიციალურ მონაცემებს უკრაინის სახელმწიფო ფოსტა “Ukrposhta“ აქვეყნებს. ამავე უწყების ცნობით, საქართველო იმ 14 ქვეყანას შორისაც დასახელდა, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აძლევს საშუალებას უფასოდ გააგზავნონ საფოსტო გზავნილები (ამანათები) უკრაინის მიმართულებით მათთვის სასურველ ადრესატებთან. „უკრპოშტის“ მონაცემებით, მეორე ადგილზეა რუმინეთი – 80 ტონა ჰუმანიტარული ტვირთით, მესამეზე კი ბელგია 40 ტონა ტვირთით. უკრაინის ფოსტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია 1-ლი აპრილის მონაცემებს ასახავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, უკრაინაში პირველი ჰუმანიტარული ტვირთი თებერვალში გაიგზავნა. ქვეყნის ყველა რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან…
იხილე მეტი