სტუდია ვაშინგტონი 21 04 21
სტუდია ვაშინგტონი ,,ამერიკის ხმისა” და ,,რეგიონალურ მაუწყებელთა ალიანსის” ერთობლივი პროექტი.
იხილე მეტისტუდია ვაშინგტონი ,,ამერიკის ხმისა” და ,,რეგიონალურ მაუწყებელთა ალიანსის” ერთობლივი პროექტი.
იხილე მეტიფოთში, კუნძული უბნის სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, 2019 წელს დაწყო, რომლის პირველი ეტაპიც გზის სავალი ნაწილის სამუშაოებს და გარე განათების მოწყობას გულისხმობდა, აღნიშნული სამუშაოები შპს”უნივერსმალმა” შეასრულა.2020 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი გაგრძელდა, რომელიც საფეხმავლო გზის, სპორტული მოედნებისა და ჯებირის განახლება-გამაგრებას გულისხმობდა, ეს იმ სარეაბილიტაციო სამუშაოების მცირედი ჩამონათვალია, რომელიც კუნძულის უბნის სანაპირო ზოლზე ჩატარდა.აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ჩვენი გადამღები ჯგუფი, ფოთის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს იაგო რომანაშვილს დავუკავშირდით, რომელმაც სანაპირო ზოლის მესამე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ისაუბრა.შეგახსენებთ, რომ ფოთში, კუნძული უბნის სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მიმდინარე წლის ივნისში განახლდება.
იხილე მეტიმოქალაქის, გიორგი ფირცხალავას ინიციატივით, ფოთში ველობილიკების შექმნის მოთხოვნით, ონლაინ პეტიცია მომზადდა. მოთხოვნის მთავარი მიზანია : ქალაქში შეიქმნას ველობილიკები,რომელზეც ველომოყვარულები შეძლებენ უსაფრთხო გადაადგილებას. “ყველაფერ ამასთან ერთად, ჩვენ მეტად სუფთა და ჯანსაღი გარემო, წყნარი და მშვიდი ქალაქი, გაცილებით ნაკლები საგზაო დატვირთვა, ველო-ტურისტული ქალაქი, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი გარემო, ჯანსაღი ცხოვრების რეალობა გვექნება”.-აღნიშნულია განცხადებაში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ფოთის მოსახლეობას ვესაუბრეთ, უმრავლესობისთის ქალაქში ველობილიკის არსებობა მისაღებია.აღსანიშნავის,რომ პეტიციას 412 ონლაინ ხელმოწერა სჭირდება,რის შემდეგაც, აღნიშულ საკითხს, საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.შეგახსნებთ,რომ ხელმოწერა ბმულზე, petition.lsg.ge-ზე შეგიძლიათ.
იხილე მეტიდასრულდა საქართველოს 2021 წლის ჩემპიონატი მოსწავლე მოკრივეთა შორის, რომელსაც ჩვენი ქალაქი 14 აპრილიდან მასპინძლობდა,სხვადასხვა რეგიონიდან 150-მდე მოკრივეს შორის 9 ფოთელი მოკრივე სხვადასხვა საპრიზო ადგილის მფლობელები გახდნენ სხვადასხვა წონით კატეგორიებში.აღნიოშნულ საკითხთან დაკავშირებით ,,კურსორი’’-ის სტუმრები არიან: მოკრივე ტარიელ ბარამია, ბარამია (60კგ) მწვრთნელი ლაშა ოჩიგავა.ხოლო მეორე ბლოკის სტუმრები არიან: მოკრივე: რეზი კაკულია (50კგ) და მწვრთნელი დავით დავითიანი.
იხილე მეტიდღევანდელი კურსორის სტუმარია, წარმატებული ფოთელი სპორტსმენი, მურმან მალანია,რომელმაც საქართელოს თასზე კანოე სპრინტში პირველი ადგილი მოიპოვა. დღეს ის გაგვიზიარებს შთაბეჭდილებებს და ისაუბრებს იმაზე თუ რა პრობლემებისა და გამოწვევბის წინაშე უწევთ ყოფნა, ფოთელ ნიჩბოსნებს
იხილე მეტიბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1792 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 663 პაციენტი.კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 1 030 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა,იტალიაში საქართველოს საელჩომ ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება გაავრცელა.რამდენიმე დანართის თანახმად, იტალიის ტერიტორიაზე შემსვლელებმა და იტალიიდან დაბრუნების მსურველებმა ტერიტორიაზე შესვლამდე 48 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ან ანტიგენური სავალდებულო ტესტირება უნდა წარადგინონ.ტესტის პასუხი თვითმფრინავში ჩასხდომის მომენტში უნდა წარედგინოს შესაბამისი კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილ პირს.„Covid-19-ის ახალი შემთხვევები ზედიზედ მერვე კვირაა იზრდება. გასულ კვირას, 5.2 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია“, – განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური…
იხილე მეტისაქართველოში აუცილებლად სანახავი ადგილებს შორის ,ფოთის საკათედრო ტაძარი და ქალაქის ღირშესანიშნაობები მოხვდა, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინიციატივით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „ GreeThis“ ფარგლებში ვებ-გვერდი , ვირტუალური სახელმძღვანელო შავი ზღვის საზღვრისპირა კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობების შესახებ შეიქმნა. პროექტ „მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა – შავი ზღვის აუზის განვითარების საფუძვლები“-ს ფარგლებში დაიბეჭდა ბუკლეტი, რომელიც ქალაქ ფოთს და მის ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლებს მიეძღვნა. ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთოებების მდივანს, შავი ზღვის თანამშრომლობის პროგრამის პროექტის მენეჯერს ტატიანა ბოკუჩავასა და პროექტის კოორდინატორს ავთანდილ ოსეფაიშვილს შეხვდა…
იხილე მეტი2021 წლის 31 მაისიდან,ცესკო და სწავლების ცენტრი,№70 ფოთის საარჩევნო ოლქში,სასწავლო პროექტს „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები – საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრებისთვის“ განახორციელებს სასწავლო კურსის გავლა შეუძლია 18 წელს ზემოთ, მყოფ საქართველოს მოქალაქეს, სასურველია პროექტში მონაწილეობის მსურველს საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება გააჩნდეს ,საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი ან ცესკოსა და სწავლების ცენტრის მიერ ჩატარებულ საინფორმაციო-სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი გადამღები ჯგუფი , №70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარეს სალომე როდონაიას დავუკავშირდით რეგისტრაციისთვის სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა პირმა დოკუმენტაცია უნდა წარუდგინოს №70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიას: მატერიალური ან დისტანციური ფორმით,(70_photi@cec.gov.ge) აპლიკაციის…
იხილე მეტისტუდია ვაშინგტონი ,,ამერიკის ხმისა” და ,,რეგიონალურ მაუწყებელთა ალიანსის” ერთობლივი პროექტი.
იხილე მეტისაქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პირველ რიგში სახელმწიფოს ინტერესებშია ქვეყანა მორიგი ლოკდაუნის აუცილებლობის წინაშე არ დადგეს.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „სინოფარმით“ ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება. მისივე ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესში ზრდის დინამიკა შეინიშნება.ექიმ გიორგი ღოღობერიძის თქმით სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში საქართველო იყო ის ქვეყანა, სადაც ანაფილაქსიური შოკით ადამიანი გარდაიცვალა. ამდენად, მან ისაუბრა კიდევ ერთ გართულებაზე, რომელიც იშვიათია, თუმცა თუ მოქალაქე ამის შესახებ ინფორმირებული იქნება, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება გარდაცვალების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.ღოღობერიძემ ისაუბრა იმ ფაქტორებზე, რის გამოც ვაქცინირებულმა ადამიანმა სამედიცინო დაწესებულებას დაუყოვნებლივ უნდა…
იხილე მეტი