სიახლე 

ფოთში კორონა ვირუსის 6 შემთხვევა დაფიქსირდა 26 04 21

საქართველოში კორონავირუსის 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 058 პაციენტი ეპიდემიოლოგები ქვეყანაში არსებულ რთულ ეპიდსიტუაციაზე საუბრობენ. მათი განცხადებით, ბოლო 1 კვირის განმავლობაში მაღალია კორონავირუსით გარდაცვლილთა და დაინფიცირებულთა რიცხვი, ასევე იმატებს მძიმე პაციენტების რაოდენობა. ეს კი, მათი განმარტებით, რეგულაციების უგულებელყოფითაა გამოწვეული. ეპიდემიოლოგები მოსახლეობას რეკომენდაციების მკაცრად დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ. ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის საყოველთაო გავრცელების ფონზე საკოორდინაციო საბჭო სააღდგომო პერიოდში შეზღუდვების დაწესების სამომავლო გეგმას დღეს განიხილავს. კვირაზე მეტია, რაც დადებითობის მაჩვენებელი 5%- ს უახლოვდება, ამავდროულად, ქვეყანა კორონავირუსის ახალი, ინდური შტამის საფრთხის წინაშე დგას. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ახალი შტამის გამოჩენის დიდი შანსია. მისივე თქმით, საქართველოში პიკური პერიოდი მაისის პირველ ორ კვირაში გამოვლინდება. მისივე განმარტებით, ქვეყანაში ეპიდვითარება უარესდება და ამ ფონზე შეზღუდვების გამკაცრებას არ გამორიცხავს. 18 წელს ზემოთ ადამიანებისთვის კორონავირუსის ვაქცინებზე წინასწარი რეგისტრაცია 19 აპრილს დაიწყო. ამ დროისთვის ვებგვერდზე 57 069 ადამიანია რეგისტრირებული. ბოლო მონაცემებით, რეგისტრირებულთა უმეტესობა უპირატესობას „ფაიზერს“ ანიჭებს. მას მოსდევს „მოდერნასა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინები. ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი გაზრდილია, თუმცა საჭიროა, მოსახლეობამ რეგულაციების დაცვა, სახელმწიფომ კი, აღსრულების უზრუნველყოფა გააგრძელოს. „ეპიდვითარება არ იძლევა სიმშვიდის საშუალებას. სამწუხაროდ, ჰოსპიტალებშიც გაიზარდა ადამიანების რაოდენობა, მაგრამ პირბადეების მოხმარების მაჩვენებელი გაზრდილია. კორონავირუსის 521 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო ზემო სვანეთში 49 შემთხვევა გამოვლინდა სამეგრელოს რეგიონში პაციენტები რუხის,სენაკის,აბაშის კლინიკებში,ფოთისა და ზუგდიდის ჰოსპიტალებში მკურნალობენ. ამ დროისთვის რუხის კლინიკაში იმყოფება – 168კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 39 კოვიდ პაციენტი, აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 24 ,სენაკი ლაზიკა მედში – 48 პაციენტი. ფოთში 12:00 საათის მონაცემებით კოვიდ-19ის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი სტატიები