სიახლე 

ავარიულ შენობაში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს 22 12 20

ფოთელებისთვის ცნობილი შენობა, რომელიც ზღვის პირას მდებარეობს ისევ ავარიულ მდგომარეობაშია. თუმცა, გეგეჭკორების სამსულიანი ოჯახი აქ ისევ განაგრძობს ცხოვრებას. ოთხი ოთახიდან დარჩენილი მხოლოდ ორი , ჩამონგრეული ჭერი და ჯანმრთელობისთვის საშიში გარემო. ოჯახი დახმარების მოლოდინშია . აღსაღნიშნავია, რომ ამ პირობებში ფოთის საამაყო მოკრივე აღიზარდა , რომელმაც უკვე მრავალი მედალი მოიპოვა და დღემდე აქტიურად განაგრძობს კრივში ვარჯიშს. შეგახსენებთ, რომ ოჯახში არავინ მუშაობს და ისინი მხოლოდ ბებიის პენსიის და სოციალური დახმარების იმედად არიან დარჩენილები.

იხილე მეტი

„კურსორის“ სპეც.გამოშვების სტუმარია საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ზაზა ნადირაძე 22 12 20

“კურსორის” სპეციალური გამოსვების სტუმარია კანოეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ზაზა ნადირაძე, რომელიც მოგვიყვება თუ რა ვითარებაა ფედერაციაში ამჟამად, როგორ განაგრძობენ სპორტსმენები ვარჯიშს და რა იგეგმება გადადებულ შეჯიბრებთან დაკავშირებით.

იხილე მეტი

“გაიგე მეტი კოვიდ 19”-ზე , 21 12 20

ეთერშია სპეციალური რუბრიკა „გაიგეთ მეტი კოვიდ 19-ზე“ , რომელსაც სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა ჟურნალისტიკის რესურსცენტრთან ერთად იუნისეფის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს. კორონავირუსის სიმპტომებსა და ექიმთან მიმართვიანობის  შესახებ სასაუბროდ ჩვენ  კლინიკა „ლაზიკამედის“ ოჯახის ექიმს, თერაპევტ სოფო მოისწრაფიშვილს. პროექტის ფარგლებში, იმ  მოქალაქეებისთვის, ვისაც ვირუსის სიმპტომები ან დადასტურებული დიაგნოზი აქვთ და სახლში თვითიზოლაციის პირობებში რჩებიან, სპეციალური კლიპიც მომზადდა, სადაც ასევე რეკომენდაციებია მოცემული

იხილე მეტი

“ეს ქვეყანა შენია” 19 12 20

ეთერშია გადაცემათა ციკლი “ეს ქვეყანა შენია -გაიზიარე პასუხისმგებლობა”.დღევანდელი გადაცემაც მთლიანად დაეთმობა არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას კორონა პანდემიის პირობებში, გადაცემის პირველი ბლოკის სტუმარია ფოთის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კავშირის თავმჯდომარე გიზო კვარაცხელია გადაცემის მეორე ბლოკის სტუმარები არიან ფონდი”ქველმოქმედი 2015″-ის დამფუძნებელი ია გორგოტაძე და “გალერეა 34″_ის დამფუძნებელი ია როგავა გადაცემის მესამე ბლოკის სტუმარი კი სამოქალაქო პლატფორმა “ფოთელები საკუთარი უფლებებისთვის” დამფუძნებელი ელისო ჯანაშიაა.თქვენ უყურებდით გადაცემას “ეს ქვეყანა შენია -გაიზიარე პასუხისმგებლობა”, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ჟურნალისტიკის რესურსცენტრთან ერთად გთავაზობთ, გადაცემა ნაწილია სამოქალაქო კამპანიისა, რომელიც ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, კერძოდ კი სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებას, საზოგადოებრივი…

იხილე მეტი

“კურსორის” სპეც.გამოშვების სტუმარია მაკა ზარანდია 21 12 20

„კურსორის“   სპეციალური  გამოშვების  სტუმარია სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელი  მაკა   ზარანდია. რომელიც  ბაღებში  ხვალ დაგეგმილ  პროდუქტების დარიგებაზე გვესაუბრება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში აკაკის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს 21 12 20

აკაკის ქუჩის გზის რეაბილიტაცია გრძელდება  რა სამუშაოებია დარჩენილი და რა ვადასში უნდა დასრულდეს ის, ამის გასარკვევას ჩვენი  ჯგუფი შეეცადა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 21 12 20

ფოთში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 ათას 140 პირი ემსხვერპლა. ამასთან, ბოლო 24 საათში  ვირუსით ინფიცირების მხოლოდ 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა  209ათას 462-ს შეადგენს.  ბოლო 24 საათში ვირუსისგან  4ათას 227 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა  – 184 ათას 668-მდე გაიზარდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის „კოლხეთი 1913“ კვლავ მესამე ლიგაში იასპარეზებს 21 12 20

20 დეკემბერს ფოთის საფეხბურთო ცენტრის მთავარ მოედანზე “ეროვნული ლიგა 2”-ში გადასასვლელი ფლეი-ოფის განმეორებითი მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ფოთის “კოლხეთი 1913” და “ვიტ-ჯორჯია” დაუპირისპირდნენ. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ფოთელებმა სტუმრად 0:1 დასთმეს. პირველ ტაიმში გუნდებმა გოლის გატანა ვერ შესძლეს. მეორე ტაიმის 68 წუთზე “კოლხეთის” გუნდის კაპიტანმა ლაშა გვალიამ მოწინააღმდეგის კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმა წარმატებით შეასრულა და ფოთის გუნდი დააწინაურა. მიუხედავად ანგარიშის გახსნის რამდენიმე შესაძლებლობისა, მატჩის ბოლომდე ანგარიში არ შეცვლილა და ორმატჩიანი სერია ანგარიშით 1-1 დასრულდა. ამის გამო ორი დამატებითი 15 წუთიანი ტაიმი დაინიშნა, რომელიც ასევე ფრედ დასარულდა. თერთმეტმეტრიანის სერიაში კი თბილისის “ვიტ-ჯორჯიამ”…

იხილე მეტი