„კურსორის“ სტუმარია „ნიკო-ნიკოლაძის ასოციაციის“ თავმჯდომარე გიორგი ფარეშიშვილი 28 09 20
27 სექტემბერი დიდი საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის დაბადების დღეა. ევროკავშირის პროექტის -,,საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ქალაქ ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში გაცემული ქვეგრანტის ფარგლებში, ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე დოკუმენტური ფილმი შეიქმნა. ფილმის „დროსგასწრებული მამულიშვილი“(ავტორი: თამარ თაგვაძე), პრეზენტაცია ფოთის საზოგადოების წინაშე ჰიდროგრაფიული სამსახურის ეზოში შედგა. ნიკო ნიკოლაძის ღვაწლის უკვდავსაყოფად, მისი პუბლიცისტიკის პოპულარიზაციის მიზნით, „ნიკო ნიკოლაძის საზოგადოებისა“ და „გერონტი (ჯუკა) კუხალეიშვილის ფონდის“ მიერ ნიკო ნიკოლაძის – “უცნობი ნაცნობი“, ნიკო ნიკოლაძის წერილები „სომხურ-ქართული ურთიერთობანი 1893-1898 წლებში“ გამოიცა. აქვე შედგა ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მიძღვნილი წიგნის ,,ფაზისიდან ფოთამდე“( რედაქტორი: გიორგი ფარეშიშვილი)…
იხილე მეტი