სიახლე 

ფოთში ავტოპარკის მშენებლობა მიმდინარეობს 01 10 20

აქტიურ ფაზაშია ფოთის ავტოპარკის მშენებლობა. სრული ინფრასტრუქტურით აღჭურვილი პარკი, არსებულ ტრანსპორტთან ერთად, იმ 10 ახალ ავტობუსს მოემსახურება, რომლებსაც მიმდინარე წელს ,,საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამის“ ფარგლებში ქალაქი მიიღებს. ახალი ავტოპარკის მშენებლობა და 10 ახალი ავტობუსის შემოყვანა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს და ფოთელებისათვის ქალაქში გადაადგილებას უფრო კომფორტულს გახდის. ახალი ავტობუსები ასევე ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

მსგავსი სტატიები