ფოთში ხვიჩა ჯიჯეიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა 01 10 20
ფოთში კოლხეთის გამორჩეული გულშემატკივრის ხვიჩა ჯიჯეიშვილის სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში გაიმართა. რომელშიც 22გუნდი მონაწილეობდა. ნახევარ ფინალში 4 გუნდი ჭაბონამა, ბერდიანსკი, რაიონსკი და არისტოკრატები გავიდნენ. ფინალი არისტოკრატთა გოლებით დაიწყო, მაგრამ ორ ბურთიანი უპირატესობის აღმოფხვრა ჭაბონამამ შეძლო და თამაში ანგარიშით 3-2 დასრულდა. საუკეთესო მოთამაშე გიო თელია გახდა ბომბარდირი -დათო კუკულაძე. მეორე ადგილზე არისტოკრატები ხოლო მესამეზე რაიონსკი გავიდა. გამარჯვებულებს ფულადი პრიზები მედლები და თასები გადაეცათ.ტურნირს ფოთში, ხობსა და სენაკში მაჟორიტარობის კანდიდატი “ევროპული საქართველოდან”, გიგა ბოკერიას ესწრებოდა