სიახლე 

ფოთში ჯემალ თოფურიას მემორიალი დამწყებ მოჭადრაკეთა ტურნირით დაიწყო 03 12 2019

ფოთის საჭადრაკო კლუბ ,,ნანა“-ში ცნობილი ფოთელი საზოგადო მოღვაწის, ბიზნესმენის და ქველმოქმედის , შ.პ.ს ,,კავტრექს ფოთის“ ერთ-ერთი დამაარსებლის და ყოფილი გენერალური დირექტორის , ჭადრაკის მოყვარულის, ბატონი ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი მე-10 საჭადრაკო ფესტივალი დაიწყო. ტრადიციულად ფესტივალის გენერალური სპონსორი შ.პ.ს. ,,კავტრექს ფოთია“ . ფესტივალი დამწყებ მოჭადრაკეთა ტურნირით გაიხსნა. შეჯიბრი შვეიცარული სისტემით შვიდ ტურად ტარდება და მასში 80-მდე დამწყები მოჭადრაკე მონაწილეობს. ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი მე-10 საჭადრაკო ფესტივალის ფარგლებში 5 სხვადასხვა ტურნირი გაიმართება. დამწყებ მოჭადრაკეთა ტურნირი 6 დეკემბერს დასულდება, ფესტივალი კი 15 დეკემბერს საზემო ვიითარებაში დაიხურება.

იხილე მეტი
სიახლე 

ბავშვთა გასართობ ცენტრ “ბაკუგანში” შ.შ.მ დღის ცენტრის ბენეფიციარებს უმასპინძლეს 03 12 2019

ფონდი “ქველმოქმედი 2015” ბავშვთა გასართობ ცენტრ “ბაკუგანთან” ერთად მე-4 წელია მასპინძლობს კოალიცია სოციალური რეფორმებისათვის ფოთის ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარებს. 3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. იგი 1992 წელს, გაეროს მიერ დაარსდა და მისი მიზანია გაამახვილოს ყურადღება იმ მრავალსაუკუნოვან დისკრიმინაციასა და უგულვებელყოფაზე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან. მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამ მიმართულებით დიდი ძალისხმევაა გაწეული, შეზღუდული შესაძებლობის მქონე პირებს კვლავაც ექმნებათ გადაადგილების, განათლების, დასაქმების, რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და სხვა ტიპის პრობლემები. ეს პრობლემა განსაკუთრებით მძაფრად ჩანს ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა. შეზღუდული შესაძებლობის მქონე პირებს ყოველდღიურად უწევთ…

იხილე მეტი
სიახლე 

ტრენინგი ახალი საქართველოს უნივერსიტეტში 03 12 2019

30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგი თემაზე „ლიდერობა და ეფექტური კომუნიკაცია“. ტრენინგს უძღვებოდა უნივერსიტეტის სოციალური კვლევების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, პროფესორი ირაკლი კახიძე. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლის მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა 02 12 19

დღეს ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27-ე რიგგარეშე სხდომა გაიმართა. პირველ საკითხად მოისმინეს ფოთის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ნონა სილაგავას ანგარიში. მეორე საკითხზე, საკრებულოს წევრებმა მხარი არ დაუჭირეს მერიის მიერ გამოგზავნილ განკარგულებას, იმის შესახებ რომ საკრებულოს თანხმობით მომხდარიყო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული რამდენიმე ერთეული ქონების განმეორებითი აუქციონის 49%-იანი ფასდაკლებით ჩატარება. მათ განკარგულების საკუთარ ვარიანტს დუჭირეს მხარი, რომლის მიხედვითაც თავად მერიამ უნდა უზრუნველყოს აღნიშნული აუქციონების ჩატარება. მესამე საკითხში კი პირიქით, მერიის სამსახურს უარი უთხრეს საკრებულოს თანხმობის გარეშე მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება, რომელიც ეხება ქალაქის გენერალური გეგმის მიხედვით…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საჭადრაკო კლუბი უმაღლესი ლიგის ფინალშია 02 12 19

ფოთის საჭადრაკო კლუბი “ნანა” 17-20 დეკემბერს საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს. ფოთელთა კლუბმა უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება I ლიგის დასრულებამდე 1 ტურით ადრე მოიპოვა. საკლუბო ჩემპიონატის ბოლო ტურში კლუბი “ნანა” გაახალგაზრდავებული შემადგენლობით დაუპირისპირდა ლანჩხუთის “ლანჩხუთს”. მიუხედავად ამისა ჩვენმა ახალგაზრდებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს 10,5 – 5,5. პირველი მატჩის ფრედ (4:4) დასრულების შემდეგ, მეორე მატჩში ფოთის “ნანა”-მ 6,5 : 1,5 იმარჯვა. ფოთის მუნიციპალიტეტის საჭადრაკო კლუბი “ნანა” საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ნახევარფინალურ მატჩში თბილისის “ნტნ”- დაუპირსპირდება. უმაღლეს ლიგაში მონაწილეობს 4 გუნდი: თბილისის “ნტნ”, თბილისის “აზმაი”, ქუთაისის “ქუთაისი” და ფოთის “ნანა”.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის „ჭაბონამას“ და „ნახალოვკის“ მატჩი ორჯერ ჩაიშალა 02 12 19

კვირას 1 დეკემბერს ფოთში ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა საქართველოს მოყვარულთა თასი 2019-ის 1/4 ფინალური მატჩი. სადაც ფოთის “ჭაბონამა” თბილისის ,, ნახალოვკას” დაუპირისპირდა. პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში გაილია და ანგარიშიც 0:0 დაფიქსირდა. მეორე ტაიმის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მსაჯმა თამაში შეწყვიტა, კოკისპირული წვიმის გამო. გუნდები მარტვილში გაემგზავრნენ, სადაც ფოთში დაწყებული შეხვედრის მეორე ტაიმი ითამაშეს. მარტვილში ჯერ თბილისელები დაწინაურდნენ. თუმცა ფოთელებმა შესძლეს ანგარიშის გათანაბრება, რის შემდეგაც “ნახალოვკას” ფეხბურთელები მსაჯს დაუპირისპირდნენ და თამაში შეწყდა. საბოლოოდ მატჩის ბედს ფედერაცია გადაწყვეტს. ჩვენი ინფორმაციით თამაშის ჩაშლის გამო თბილისის “ნახალოვკას” წაგება ჩაეთვლება.

იხილე მეტი
სიახლე 

მორიგი პრემიერა ფოთის თეატრში 02 12 19

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა მაყურებელს მორიგ პრემიერაზე უმასპინძლა. „ჯერ დაიხოცნენ და მერე იქორწინეს“ საპრემიერო ჩვენების ორივე დღემ სრული ანშლაგით ჩაიარა. გადავსებულ დარბაზში ბედნიერი და გახარებული მაყურებელი ოვაციას ვერ მალავდა და ვერც სიცილს იკავებდა. ფოთის თეატრმა კვლავ წარმატებით გაიარა ბეწვის ხიდზე, რადგან ყველა თაობის მაყურებლისთვის საყვარელი სპექტაკლი გააცოცხლა და აჩვენა ისე, რომ არ დაკარგა საკუთრი ინდივიდუალურობა, საკუთარი ხელწერა. აღსანიშნავია, რომ საპრემიერო ჩვენების მეორე დღეს სპექტაკლის რეჟისორი და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რამაზ იოსელიანი მსახიობის ამპლუაშიც წარსდგა მაყურებლის წინაშე.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში “მშვიდობის კორპუსის” მოხალისე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შეხვდა 29 11 2019

დღეს სამაუწყებლო კომპანია ,,მეცხრე ტალღის“ ოფისში მშვიდობის კორპუსის მოხალისე ბრან ბერინჯერი ფოთში მოქმედ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შეხვდა და მათ საქმიანობას გაეცნო. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო სადაც სამომავლო გეგმებზე და თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. ამერიკელი მოხალისე სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღის და სამოქალაქო განვითარებისა და ინტეგრაციის ცენტრის, ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოში 2წლის განმავლობაში დარჩება.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 29 11 2019

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 30ნოემბერს მოსალოდნელია მოღრუბლული ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დღისით: +13° +15° ; ღამით: +10° +12°. დაქროლავს ცვალებადი მიმართულების ქარი 6-11 მ/წმ, სიჩქარით. 1დეკემბერს მოსალოდნელია მოღრუბლული ამინდი დრო გამოშვებით წვიმა ჰაერის ტემპერატურა დღისით: +12° +14° ; ღამით: +8° +10° იქნება

იხილე მეტი