სიახლე 

პარკი არენაზე ერთმანეთს ფოთის „კოლხი რაინდები“ და ქუთაისის „აია“ დაუპირისპირდნენ 24 10 19

ფოთში ,,პარკი არენაზე“ ერთამანეთს ფოთის ,,კოლხი რაინდები“ და ქუთაისის ,,აია“ დაუპირისპირდნენ. მატჩი B ლიგის აღმოსავლეთ – დასავლეთის ჩემპიონატის ფარგლებში გაიმართა, რომელშიც 7 საუკეთესო გუნდი მონაწილეობს. თამაში ქუთაისის მცირე უპირატესობით მიმდინარეობდა რაც ანგარიშზეც აისახა და მატჩი აიას სასარგებლოთ 10:6 დასრულდა. ფოთელთა მწვრთნელის განცხადებით წაგების მიუხედავად ,,კოლხი რაინდები“ სამეულში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საფეხბურთო ტურნირი დაიწყო 24 10 19

ფოთში, „პარკი არენაზე“ სტარტი აიღო სპორტის დამსახურებული მუშაკის, საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ყოფილი კაპიტნის, პეტრე ზამბახიძის ხსოვნისადმი მიძღვნილმა რეგიონალურმა საფეხბურთო ტურნირმა. მასში საქართველოს სხვადასხვა ქალაქის 2006 წელს დაბადებულ ჭაბუკთა 8 გუნდი იღებს მონაწილეობას. შარშანდელის მსგავსად წელსაც ფოთს სენაკის, აბაშის, ზუგდიდის, ლანჩხუთის, სამტრედიის, ხობის და ოზურგეთის საფეხბურთო სკოლების წარმომადგენლები ეწვივნენ. მონაწილეები 2 ქვეჯგუფად არიან გაყოფილნი, საიდანაც გასული გუნდები ერთმანეთს ნახევარფინალებში კვლავ „პარკი არენაზე“ დაუპირისპირდებიან, რაც შეეხება ფინალურ ეტაპს, ის 27 ოქტომბერს ფოთის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება. გამარჯვებული გუნდებისთვის ფულადი პრემიები, 2000, 1500 და 1000 ლარის ოდენობით პეტრე ზამბახიძის ოჯახმა დააწესა. დღეს ტურნირის გახსნის…

იხილე მეტი
სიახლე 

უზბეკეთის ვიცეპრემიერი საქმიანი ვიზიტით ფოთში იმყოფებოდა 23 10 19

ფოთში უზბეკეთის ვიცე-პრემიერი, ელიორ განიევი იმყოფება. ვიზიტის მიზანი პორტის პოტენციალის გაცნობა და სამომავლო გეგმების დასახვაა. ის სამეგრელო- ზემო სვანეთის რწმუნებულ ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა და ურთიერთობების პერსპექტივები განიხილეს. უზბეკეთის ვიცე პრემიერის განცხადებით, შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებს თუმცა იგი ფოთის პორტში ინვესტიციების განხორციელებაზეა ორიენტირებული.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის იუსტიციის სახლი წლის ყველაზე სწრაფ ფილიალებს შორის დასახელდა 23 10 19

იუსტიციის სახლის ხონის ფილიალში იუსტიციის დღე საზეიმოდ აღინიშნა ღონისძიებაზე გამოვლინდა და დაჯილდოვდა იუსტიციის სახლის წლის ყველაზე სწრაფი სამი ფილიალი, რომელთა შორის ფოთის ფილიალიც დასახელდა. იუსტიციის დღის ოქტომბრის თვეში აღნიშვნა საქართველოს პირველ რესპუბლიკასა და 1918 წლის 11 ოქტომბერს უკავშირდება. სწორედ 11 ოქტომბრის კანონით, დამოუკიდებელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან დაარსდა საკოდიფიკაციო განყოფილება, რომელიც ახორციელებდა კანონმდებლობის კოდიფიკაციასა და „კანონთა და მთავრობის განკარგულებათა კრებულის“ ოფიციალურ გამოცემას.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება 22 10 2019

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და იკამედი ფოთის ერთობლივი ინიციატივით 27 და 28 ოქტომბერს, 10 სთ-დან 18 სთ-მდე, უფასო კონსულტაციები გაიმართება რომელსაც თბილისიდან მოწვეული სპეციალისტი- ექიმი-გასტროენტეროლოგი, პროფესორი ზაქარია როჭიკაშვილი ჩაატარებს. ხოლო 28 ოქტომბერს, 10 სთ-დან 18 სთ-მდე, 60 წლისა და უფროსი ასაკის პაციენტებს ჩაუტარდებათ ოფთალმოლოგის უფასო კონსულტაციები, პროფესორ მალხაზ ჩიქოვანის ხელმძღვანელობით.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერი წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდა 22 10 19

ტაშკენტში მიმდინარე ჭაბუკებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობა სამბოში, 65კგ. წონით კატეგორიაში, ელიზბარ თურქია ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მან ფინალურ ორთაბრძოლაში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი, გამოცდილი მოჭიდავე, მსოფლიო და ევროპის პრიზიორი აბულმუსლიმ მახდიევი დაამარცხა. კვიპროსში კი საერთაშორისო რეგატაში წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა, ქართველებმა 6 ოქროს , 6 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს .წარმატებით იასპარეზა ფოთელმა მურმან მალანიამ, მან 200მ დისტანციაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ვერცხლი კი გია გაბედავას ერგო. დღეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში ფოთელ სპორტსმენებს ფოთის მერი გოჩა კურდღელია შეხვდა მათ გამარჯვება მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ასევე მათ სამომავლო გეგმებზე…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში პაციენტთა კავშირმა მორიგი შეხვედრა გამართა 21 10 19

ფოთის მერიის ,,პაციენტთა კავშირის” და ,,ევექსის” პოლიკლინიკის ორგანიზებით, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. რომლის მიზანი მკერდის სიმსივნის შესახებ ცნობიერების ამაღლება და სკრინინგ პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს. საქართველოს ,,პაციენტთა კავშირი” ,,ვარდისფერი ოქტომბრის” ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებებს განაგრძობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ასოციაცია დეამ არტგალერეა 34 ში შემაჯამებელი შეხვედრა გამართა 21 10 19

ასოციაცია ,დეამ“ პროექტის – ,,იყავი აქტიური მოქალაქე და იცოდე შენი საარჩევნო უფლება“ ფარგლებში არტ გალერეა 34-ში შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი საარჩევნო პროცესში მოსახლეობის ინფორმირება და ჩართულობა იყო. აღსანიშნავია, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დედათა ორგანიზაცია – ,,დეა“ 1998 წლიდან ფუნქციონირებს და განხორციელებული აქვს 140-ზე მეტი პროექტი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისი გაიხსნა 21 10 19

ფოთში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი ოფისი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნა. მინისტრმა აღნიშნა, რომ უვნებლობის სტანდარტების დანერგვა ფოთში, როგორც სატრანზიტო პოტენციალის მქონე ქალაქში, ძალიან მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია რომ სამეგრელოს რეგიონში სურსათის ეროვნული სააგენტოს მეოთხე ოფისი გაიხსნა. სურსათის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს სურსათის უვნებლობას, ცხოველთა ჯამრთელობისა და მცენარეთა დაცვას.

იხილე მეტი
სიახლე 

კუნძულის უბნის სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს 21 10 19

ფოთში, კუნძულის უბნის სანაპიროზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი, რომელიც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, 2 000მ -იან ზოლზე საკომუნიკაციო ქსელების მოწყობას, მისასვლელი გზების რეაბილიტაციას, განათების სისტემის მონტაჟს ითვალისწინებს. მეორე ეტაპი ჯებირის რეაბილიტაციას, საფეხმავლო და საავტომობილო გზის, სავარჯიშო ზონების, საჩრდილობლების, სასმელი წყლის შადრევნების, სპორტული მოედნის, საბავშვო მოედნის მოწყობას, კაფეებისა და კომერციული ობიექტების განთავსებას ითვალისწინებს. კუნძულის სანაპირო ზოლისა და მისასვლელი გზების რეაბილიტაცია რეგიონალური განვითარების ფონდიდან 1 მილიონ 122 ათასი ლარით ფინანსდება.

იხილე მეტი