საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა 21 10 19
ფოთში , საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე გაიმართა. ოპოზიციამ საკრებულოში თავმჯდომარის თანაშემწეს შტატის დამატება გააპროტესტა. მათი თქმით, სხვადასხვა თანამდებობაზე ადამიანების დანიშვნა პოლიტიკური ნიშნით ხორციელდება. ამასთან ,,ნაციონალური მოძრაობის წევრი“ დარეჯან ცხვიტარია სხდომაზე მივიდა ტრანსფარანტებით ,,გახარია წადი“, ,,შეწყვიტეთ რეპრესიები“ და სხდომის დასრულებამდე ფეხზე იდგა. ,,საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია მიჩვეულია რიგგარეშე სხდომების ჩატარებას და დანიშვნას პირადი ინეტერესებიდან გამომდინარე. საკრებულოს დაემატა ერთი შტატი კულტურის დარგში და ეს არის თავმჯდომარის თანაშემწე. ამ პოსტს თავის დროზე მაკა ჩხეტია იკავებდა და ის პოლიტიკური ნიშნით შარშანწინ ირაკლი კაკულიამ დაუსაბუთებლად და უკანონოდ გაათავისუფლა . ჩხეტიას საქმესთან დაკავშირებით…
იხილე მეტი