სიახლე 

ფოთში მშვიდობის კლუბი დაარსდა 21 09 19

სამოქალაქო განვითარებისა და ინტეგრაციის ცენტრში, მშვიდობის მსოფლიო დღე აღინიშნა, ასევე შეიქმნა მშვიდობის კლუბი.მშვიდობის კლუბი ამერიკელი მოხალისის ბრან ბერინგერის ინიციატივით დაფუძნდა, ამ კლუბში გაწევრიანებული არიან საჯარო სკოლის მოსწავლეები, კლუბის შექმნის მიზანია, აქიური მოსწავლეების დაიტერესება, იმ საკითხებით, რომელიც ეხება გარემოს დაცვას, მშვიდობის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლებას. ასევე მოსწავლეები გააცნობიერებენ ძლიერ მხარეებს, უფრო მეტ ცოდნას მიიღებენ იმ სფეროში რომელიც მათ აინტერესებს. მათი ინიციატივით განხორციელდება სხვადასხვა პროექტები, ოქტომბერში დაგეგმილია კონფერენცია, სადაც მთავარი თემა იქნება მშვიდობის მნიშვნელობა მშვიდობის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1981 წელს დაარსდა. “პატივი მივაგოთ და გავაძლიეროთ იდეები მშვიდობის შესახებ მსოფლიოში”, ეს…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის კოლეჯ “ფაზისში” ლექცია სემინარი გაიმართა 20.09.2019

კოლეჯ „ფაზისში“ ევროპის ონკო – გინელოკოგიური საზოგადოებისა და პაციენტთა გარკვეული ჯგუფის ინიციატივით, ლექცია-სემინარი გაიმართა, რომელიც, გინეკოლოგიური ონკოლიგიის მსოფლიო დღეს მიეძღვნა. სემინარს გინეკოლოგი, მარინა ხოფერია უძღვებოდა. შეხვედრის მიზანი მოსახლეობის ინფორმირება, ხოლო დევიზი სიმსივნისგან თავისუფალი ოჯახი, ჯანმრთელი ქალბატონი და ჯანმრთელი შვილია. სემინარს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალბატონებთან ერთად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უფროსი, მაია მაკალათია ესწრებოდა. მან დამსწრე საზოგადოებას ჯანდაცვის და ონკოლოგიური კუთხით არსებული პროგრამები გააცნო. ეკატერინე სანიკიძემ როგორც აღნიშნა, „საქართველოს პაციენთა კავშირი“ მსოფლიო კამპანიას გინეკოლოგიური სიმსივნეების წინააღმდეგ ბრძოლას შეუერთდა. აღსანისნავია, რომ კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა სპორტული აქტივობები ტარდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ცენტრალურ პარკში შერეული ორთაბრძოლების ტურნირი გაიმართა 10 09 19

ფოთში ცენტრალურ პარკში შერეულ ორთაბრძოლებში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. რომელშიც სომხეთის, ინგუშეთის,აზერბაიჯანის და საქართველოს 70-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ფოთელი სპორტსმენებიდან პირველი ადგილი, სხვადასხვა წონით კატეგორიაში, ირაკლი შამათავამ, მიხეილ კუკავამ და ბადრი მოდებაძემ დაიკავეს. გამარჯვებულები ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ დიპლომებითა და სიგელებით დააჯილდოვა. ღონისძიება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის და სპორტის სამსახურის ორგანიზებით

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რამაზ იოსელიანი, სამშენებლო კომპანიას უჩივის და დახმარებას ითხოვს 09 09 19

ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რამაზ იოსელიანი სოციალურ ქსელში, თეატრის რემონტის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას უმოქმედობაში და სამუშაოების არაჯეროვან შესრულებაში ადანაშაულებს და დახმარებას ითხოვს.NWBC.GE ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რამაზ იოსელიანი, თეატრის რემონტის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას უმოქმედობაში და სამუშაოების არაჯეროვან შესრულებაში ადანაშაულებს და დახმარებას ითხოვს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში აზიის ბანკის წარმომადგენლებმა მორიგი შეხვედრა გამართეს 06 09 19

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის დარბაზში აზიის ბანკის წარმომადგენლებმა საავტომობილო გზების დეპარტამენთან ერთად მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გამართა, სადაც მეშვიდე კილომეტრზე ახალი ხიდის პროექტი განიხილეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პროექტში აღწერილია ფოთი-გრიგოლეთის გზის საწყისი მონაკვეთის მშენებლობა-ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების შედეგები. ხიდის მშენებლობა 1 წელსა და 7 თვეს მოიცავს. ამჯერად სატენდერო დოკუმენტაცია მზადდება. მთავარი ყურადღება დონორის მიერ წითელ წიგნში შესული სახეობების, განსაკუთრებით ატლანტიური ზუთხის, ასევე გადამფრენი ფრინველების დაცვის საკითხზე გამახვილდა, სწორედ ამიტომ შეირჩა ხიდის ის ვარიანტი რომელზეც ნაკლები ბურჯები სჭირდებოდა. ამასთანავე დონორზე მოთხოვნით გათვალისწინებულია ხიდზე ვიდეო კამერების დამონტაჟება რომელთა საშუალებითაც შესაბამის სამსახურებს უკანონო…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში 7-7-ზე ფეხბურთის საქალაქო ტურნირი გაიმართა 05 09 19

დღეს ფოთის ცენტრალური სტადიონის სათადარიგო მინდორზე 7-7ზე ფეხბურთის ფედერაციის თაოსნობით საქალაქო ტურნირი გაიმართა. რომელშიც 3გუნდი იღებდა მონაწილეობას, ესენია ჭაბონამა, ნაბადის უბნის გუნდი და პარკის უბნის გუნდი არისტოკრატები. ტურნირი საქართველოს მაშტაბით ხორციელდება და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ჯანსახი და სპორტული ცხოვრების დამკვიდრებას, საფეხბურთო ლიგების ჩამოყალიბებას, ასევე ვეტერანი ფეხბურთელების დაბრუნებას და ჩართვას ფეხბურთში. ტურნირის მხარდამჭერია ფეხბურთის ფედერაცია და ფეხბურთის განვითარების ფონდი.

იხილე მეტი
სიახლე 

„კოლხეთი 1913″- მა ადგილობრივ ქომაგებთან შეხვედრა გამართა 05 09 19

ფოთის ცენტრალურ სტადიონზე, “კოლხეთი-1913″ის ხელმძღვანელთა ადგილობრივ ქომაგებთან შეხვედრა გაიმართა. სადაც გუნდის არასახარბიელო მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრა ხმაურის და ურთიერთპრეტენზიის ფონზე მიმდინარეობდა. აღსანიშნავია რომ “კოლხეთი-1913″დან 5ფეხბურთელი განთავისუფლდა და ამასთანავე დაემატა რამდენიმე ახალი ფეხბურთელი. განახლებული შემადგენლობით კი გუნდი ხვალ ამახანაგურ მატჩს ქობულეთთან გამართავს

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, დარბაზ “ვერსალში” დასაქმების ფორუმი ჩატარდა 04 09 19

ფოთში, დარბაზ “ვერსალში”, სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, დასაქმების ფორუმი გაიმართა. მისი მიზანი ადგილობრივ მოსახლეობაში უმუშევრობის დონის შემცირებაა. სამუშაოს მაძიებლებს 500-ზე მეტი აქტიური ვაკანსია რეგიონში მოქმედმა 22-მა კომპანიამ შესთავაზა. სამუშაო ადგილები სამომხმარებლო, საბანკო-საფინანსო, ტურიზმისა და სამშენებლო სფეროებიდან იყო წარმოდგენილი. დასაქმების ფორუმზე სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად უკავშირდებიან ერთმანეთს, რაც ხელს უწყობს შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვრას. ღონისძიება სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ და ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ საზეიმოდ გახსნეს. ფორუმი ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ინიციტივითა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა

იხილე მეტი
სიახლე 

Silk tvgo სიახლე ჯეოსელის აბონენტებს (R) 5 09 19

Silk tvgo- სიახლე ჯეოსელის აბონენტებს . ინტერაქტიული ტელევიზია, ტელევიზორის გარდა სმარტფონებში, პლანშეტებზე და კომპიუტერებშიც არის ხელმისაწვდომი

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის პარკი არენაზე დავით სანიკიძის სახელობის თასის გათამაშება რაგბში გაიმართა 26 08 19

მიმდინარე წლის 24-25 აგვისტოს ფოთის ,,პარკი არენა’’-ზე დავით სანიკიძის სახელობის თასის გათამაშება 7-კაცა რაგბში გაიმართა. მასში მონაწილეობა თბილისის ,,ლოკომოტივის’’, თბილისის ,,ჯიქების’’, ქუთაისის ,,აიას’’, ქუთასისის ,,არესის’’, ფოთის ,,კოლხი რაინდები-1-ის’’ და ,,კოლხი რაინდები-2-ის’’ 16 წლამდელთა გუნდებმა მიიღეს. უშეღავათო ბრძოლაში გამარჯვებული ფოთის „კოლხი რაინდები-1“ გახდა, რომელმაც ფინალში „არესს“ სძლია. მესამე ადგილი ასევე ფოთის ,,კოლხი რაინდები-2-მა’’ მოიპოვა. ტურნირი ფოთის მერიის ორგანიზებით და დაფინანსებით გაიმართა.

იხილე მეტი