სიახლე 

ჟურნალისტების აქცია ფოთში 21 06 19

დღეს ფოთში, მედიის წარმომადგენლებმა იუსტიციის სახლის წინ აქცია გამართეს. ,,ნუ გვესვრით“, „არა ჟურნალისტებზე ძალადობას“, „დაისაჯოს მოძალადეები“ – ამ ლოზუნგებით ფოთელმა ჟურნალისტემბა, 20 ივნისს თბილისში გამართულ აქციაზე დაშავებული მედიის წარმომადგენლების უფლებების შელახვა გააპროტესტეს. თბილისში, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ორგანიზებულ აქციას, სოლიდარობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მომუშავე ჟურნალისტებმა გამოუცხადეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ახალგაზრდებმა საპროტესტო აქცია გამართეს 21 06 19

ფოთში, ანტისაოკუპაციო მოძრაობამ „რუსეთი გვართმევს თავისუფლებას“ და საზოგადოების წარმომადგენლებმა, რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ყოფნა და რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს. აქცია სიმბოლურად 8 აგვისტოს დაღუპულ გმირთა მემორიალთან გაიმართა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრი დიდი პრემიერისთვის ემზადება 21 06 19

22-23 ივნისს, ფოთის თეატრის სცენაზე დიდი პრემიერაა. ფოთელი მაყურებელი ყველა თაობისთვის ცნობილი რომანის, ნოდარ დუმბაძის ,,საბრალდებო დასკვნის“ ინსცენირებას იხილავს. ,,რამდენი ხანია გაზაფხული დადგა, რამდენი ხანია მერცხლები მოფრინდნენ, მაგრამ ციხეს გაზაფხული არ ეკარება. მერცხლები ციხეზე ბუდეს არ იშენებენ“ -ეს არის სიტყვები , რომელიც ნოდარ დუმბაძის რომანს წითელ ხაზად მიყვება, აღნიშნეს თეატრში. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ბექა ჯუმუტია,ირაკლი კვერღელიძე, გიორგი სურმავა, ზურაბ დონდოლაძე, თამუნა აბშილავა, სანდრო გუჯაბიძე, თემურ გოგინავა, რამინ კილასონია, შოთა სასანია, გუჯა ქარაია, მარტინ ღამბარაშვილი, გენა შონია, თამუნა ჭუბაბრია და ალიკა ცეკვაშვილი სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი რამაზ იოსელიანია.

იხილე მეტი
სიახლე 

FLEX-ის გამარჯვებულთა დაჯილდოვება 20 06 19

დღეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018-2019 წელს ,,FLEX”-ის ხუთ გამარჯვებულ მოსწავლეს შეხვდა და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ფლექსი არის მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა, რომელიც საქართველოდან 80 მონაწილეს აფინანსებს. ისინი ერთ აკადემიურ წელს ამერიკაში ატარებენ. ,,FLEX” მოსწავლეებს სთავაზობს შესაძლებლობას გაეცნონ ამერიკის კულტურას და ხალხს, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მეშვეობით, ისწავლონ ამერიკულ სკოლაში. „დიოსკურიაში“ ფოთელ “FLEX”-ელთა კლუბი ჩამოყალიბდა, სადაც ამ პროგრამაში გამარჯვებული ახალგაზრდები გაწევრიანდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

საპროტესტო აქცია ფოთში 20 06 19

ფოთში, რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში გამოსვლა გააპროტესტეს. აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც „ევროპული საქართველოს“, „ლეიბორისტული პარტიის“ და საზოგადოების წარმომადგენლები შეუერთდნენ. მათ მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ქვეყნის ხელისუფლებას დააკისრეს. შეგახსენებთ, დღეს რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე წაიყვანა სხდომა. რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სკამის დააკავებამ და რუსულ ენაზე ასამბლეის წაყვანამ საზოგადოებისა და საპარლამენტო უმცირესობის გაღიზიანება გამოიწვია, რასაც ოპოზიციის მხრიდან სესიის ჩაშლა მოჰყვა. რუსეთის დელეგაცია, დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით, საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში დაკავებული მწვრთნელების სასამართლო პროცესი გაიმართა 19 06 19

ფოთში, ტაეკვანდოს ღია ჩემპიონატზე დაკავებულ სამ მწვრთნელს, საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო – 4-4 ათასი ლარი შეუფარდა. როგორც მოსამართლემ თემურ სიხრულიძემ განაცხადა, კანონი არ იძლევა საშუალებას, რომ დაკავებულები ამ ეტაპზე სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდნენ. შეგახსენებთ, 16 ივნისს ტაიკვანდოს ღია ჩემიონატზე, ტაეკვანდოს ფედერაციის წევრების ნაწილმა, ფედერაციის პრეზიდენტი სულხან ბაბუაძე არასწორ მენეჯმენტში დაადანაშაულა და მისი გადაყენება მოითხოვა, რამაც სპორტსმენებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია. სამართალდამცველებმა სამი მწვრთნელი დააკავეს. მათ ბრალი სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურად ძალადობას გულისხმოს და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ასევე ჯარიმას და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს.

იხილე მეტი
სიახლე 

პროექტი „დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი“ 19 06 19

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) სააგენტოსთან ,,აწარმოე საქართველოში” პარტნიორობით, საგანმანათლებლო პროექტს- „დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი”იწყებს. პროექტი, ბიზნესის სტიმულირებისა და განვითარების მიზნით, საქართველოს ყველა რეგიონში, მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის ტრენინგების ჩატარებას ითვალისწინებს. პროექტის პარტნიორები სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ (მთავარი პარტნიორი), საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, შემოსავლების სამსახური, ფინანსთა სამინისტროს აკადემია და დამსაქმებელთა ასოციაცია არიან. პირველ ეტაპზე, პროექტის პარტნიორმა და თანაპარტნიორმა ორგანიზაციებმა უკვე მოახდინეს ტრენერთა ნომინირება. ორი კვირის განმავლობაში მათი გადამზადება მოხდება. სამომავლოდ კი, საქართველოს მასშტაბით, გადამზადებული ტრენერები მიკრო და მცირე მეწარმეებს მოდულებში: „შეიმუშავე შენი იდეა“ და „დაიწყე…

იხილე მეტი
სიახლე 

დასაქმების პროგრამა ფოთში 19 06 19

დღეს დასაქმების პროგრამის ოფისში საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა. დასაქმების პროგრამა სამუშაოს მაძიებელი ადგილობრივი და დევნილი მოსახლეობისთვის არის განკუთვნილი. პროგრამა საქართველოს ოთხ ქალაქში ხორციელდება ფოთში, თბილისში, მარნეულსა და ზუგდიდში. საჭირო უნარ-ჩვევების განსავითარებლად ჩატარდება ტრენინგები, რომელიც პროგრამის ფარგლებში კვირაში 3-ჯერ 3 საათის განმავლობაში გაიმართება. დასაქმების პროგრამის მონაწილეები შეხვდებიან სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებსაც და უშუალოდ მათგან გაეცნობიან შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს და აღმოაჩნენ ახალ შესაძლებლობებს. ტრენინგებს გაუძღვება დასაქმების პროგრამის მენტორი. ზემოთ აღნიშნული პროგრამა მსუსრველთათვის უფასოა. მისამართი: ფოთი, ბარათაშვილის 19

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში დაავადებული თევზი იყიდება 19 06 19

სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღას“ ერთ-ერთმა მომხმარებელმა მომართა, რომელმაც ფოთის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე შეძენილი წითურათი დაავადებული ე.წ. კარასის ფოტო გამოაგზავნა. გადამღები ჯგუფი საკითხით დაინტრერსდა. თუმცა ბაზრის ტერიტორიაზე გარე მოვაჭრეებმა გასაყიდი თევზი გადამალეს და ჩვენთნ საუბარი არ ისურვეს. ამ საკითხთან დაკავშირებით ბაზრის დირექტორს, ნოდარ კორსანტიას ვესაუბრეთ. მისი თქმით, არ გამორიცხავს მიმდებარე ტერიტორიაზე დაავადებული თევზის რეალიზაციას, რადგან სურსათის უვნებლობის სამახური და აგრარული ბაზრის ლაბორატორია ვერ ახორციელებს გარე მოვაჭრეების შემოწმებას. ნოდარ კორსანტიას თქმით, გარე მოვაჭრეების პრობლემა ისევ არსებობს, ხოლო აგრარული ბაზრის გარეთ სარეალიზაციოდ გატანილი საქონლის კონტროლი მათ კონპენტენციაში არ შედის.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ზღვის გამოკვლევის შედეგები ცნობილია 19 06 19

ქიმიური და მიკრობიოლოგიური გამოკვლევების შედეგების მიხედვით, ფოთის სანაპირო ზოლში, ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელია. ლაბორატორიულმა კვლევის ცენტრის წარმომადგენლებმა, დაახლოებით ორი კვირის წინ, ზღვის წყლის სინჯი ოთხი სხვადასხვა ადგილიდან აიღეს. როგორც ლაბორატორიული ცენტრის დირექტორმა განაცხადა, მთელი სეზონის განმავლობაში, ზღვის ხარისხობრივი მაჩვენებლის მონიტორინგი, თვეში სამჯერ განხორციელდება.

იხილე მეტი