სიახლე 

ფოთში ქართული ფოლკლორისა და ცეკვის ფესტივალი გაიმართა 01 07 19


ფოთი ქართული ფოლკლორისა და ცეკვის ფესტივალს მასპინძლობდა. ფესტივალში ადგილობრივი და რეგიონებიდან ჩამოსული 19 – მდე ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლი მონაწილეობდა. კონცერტი ცენტრალურ პარკში უნდა გამართულიყო, თუმცა უამინდობის გამო ის სპორტ დარბაზში ჩატარდა. მოცეკვავეებმა ხორუმი, ქართული, მთიულური, აჭარული ცეკვები შეასრულეს და მაყურებლის მოწონებაც დაიმსახურეს. ფესტივალის მონაწილეები ჯანო ბაგრატიონის სახელობის დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

ფესტივალი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ფოთის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელობით ჩატარდა.

მსგავსი სტატიები