სიახლე 

ფოთში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო 01 07 19


დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.

ფოთში გამოცდები N3 საჯარო სკოლაში ორ სესიად მიმდინარეობს. პირველი სასესიო რეგისტრაცია 08:00 საათზე, მეორე კი 14 საათზე დაიწყო. დღეს აბიტურიენტებმა ტესტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაწერეს. როგორც გოჩა ქორქიამ განაცხადა, ფოთის საგამოცდო ცენტრი ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, რაც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის არის საჭირო. ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის წელს ფოთის საგამოცდო ცენტრში 1 043 აბიტურიენტი, მათ შორის 350 ფოთელი დარეგისტრირდა. საქართველოს მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის წელს 41000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. ეროვნული გამოცდები 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

მსგავსი სტატიები