სიახლე 

სექტემბრიდან ფოთის სკოლებს 50-მდე საპენსიო ასაკის მასწავლებელი დატოვებს 04 06 19

ფოთში, საპენსიო ასაკის 100-მდე პრაქტიკოსი პედაგოგიდან, 50-ზე მეტმა საქმიანობის შეწყვეტაზე განაცხადი გააკეთა. განათლების სამინისტროს რეფორმის ფარგლებში, ამ გადაწყვეტილების სანაცვლოდ, ისინი ჯილდოს სახით, ორი წლის ჯამურ ხელფასს, სექტემბრის თვეში ერთდროულად მიიღებენ. როგორც ფოთის რესურსცენტრის უფროსმა გოჩა ქორქიამ აღნიშნა, საპენსიო ასაკის იმ პედაგოგებს, რომლებმაც უარი განაცხადეს ჯილდოს აღებაზე, სტატუსის ასამაღლებლად გამოცდების გავლა მოუწევთ.ასევე, რეფორმის ფარგლებში, 2019 წლის სექტემბრიდან, უფროსი წამყვანი, მენტორი სტატუსის მქონე მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებს და ადმინისტრაციის წევრებს შრომითი ანაზღაურება 150 ლარით გაეზრდებათ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მეორე სკოლის გოგონათა საფეხბურთო გუნდის წარმატება 04 06 19

ფოთის მეორე საჯარო სკოლის გოგონათა საფეხბურთო გუნდი „ტალღა“ “კოკა-კოლას თასი 2019”-ის რეგიონალური შეჯიბრის გამარჯვებული გახდა. შეხვედრა ზუგდიდში ჩატარდა, სადაც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულები ამჯერად ფინალური შეხვედრისთვის ემზადებიან, რომელიც ბათუმში გაიმართება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და კომპანია “კოკა-კოლა” აღნიშნული სახის ტურნირს ყოველწლიურად ატარებს, სადაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ფეხბურთელ გოგონებსა და ვაჟებს, საშუალება აქვთ მათი სკოლის სახელით იასპარეზონ და მოიპოვონ თასის მფლობელის ტიტული.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი ბავშვების სამი სოციალური პროექტი ფონდი ბილივის მხარდაჭერით დაფინანსდა 04 06 19

ფონდ ,,ბილივის’’ საგანმანათლებლო – შემეცნებითი საქმიანობის ფარგლებში 2 თვიანი სოციალური პროექტი, ,,ახალგაზრდები სოციალური ინიციატივისთვის’’ 3 პროექტის გამარჯვებით დასრულდა. კონკურსში 20 ახალგზარდა მონაწილეობდა, რომლებიც 5 მენტორთან ერთად სოციალურ თემატიკაზე მუშაობდნენ. ჯგუფური მუშაობის ფორმატში 4 სოციალური პროექტი შექმნეს. ჟიურიმ მონაწილეებისათვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და კონკურსის მთავარი პრიზი – 1000 ლარიანი დაფინანსება ორ საკონკურსო ჯგუფზე გადაანაწილა, ერთი გამორჩეული პროექტი კი ჟიურის წევრის – გიგი ქაცარიძის ფავორიტი გახდა. მან პირადად დააფინანსა წარმოდგენილი სოციალური ინიციატივა. სოციალური პროექტი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალის’’ მხარდაჭერით განხორციელდა. ფონდი ,,ბილივისა’’ და კონკურსში მონაწილე ბავშვების დასკვნითი შეხვედრა, კოლხეთის ეროვნული პარკის საკონფერენციო დარბაზში…

იხილე მეტი
სიახლე 

კოლხეთის ეროვნულმა პარკმა ფოთელ და თბილისელ მოსწავლეებს უმასპინძლა 04 06 19

ეკო კლუბების თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში ქ.ფოთის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თბილისის სკოლა “შავნაბადას” ეკო კლუბის მოსწავლეებს უმასპინძლეს. ორ დღიანი ვიზიტის ფარგლებში მოეწყო ეკო საგანმანათლებლო ტური. კლუბის წევრებმა კაიაკებით გაისეირნეს ოქროს ტბაზე, ასევე პონტონით გაცურეს “პალიასტომი – ფიჩორის” მონაკვეთზე. თავიანთ ხელმძღვანელებთან და კოლხეთის ეროვნული პარკის წარმომადგენლებთან ერთად, ნაკრძალი დაათვალიერეს და მის ბიომრავალფეროვნებას გაეცნენ. ტურის შემდგომ, მოსწავლეებისათვის ეკო საგანმანათლებლო სემინარი ჩატარდა, რომელსაც კოლხეთის ეროვნული პარკის მთავარი სპეციალისტი, მანანა ჩიქოვანი გაუძღვა. სემინარზე, დაცული ტერიტორიის უნიკალური ბიომრავალფეროვნების შესახებ ისაუბრეს. გაიმართა ვიდეო ჩვენება, ნაკრძალ ტერიტორიაზე არსებული ცხოველების, წყლის ბინადრებისა და გადამფრენი ფრინველების შესახებ. როგორც, კლუბის…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მერიის წარმომადგენლებმა ბავშთა ცენტრის ბენეფიციარები მინახულეს 04 06 19

ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მერიის წარმომადგენლებმა, ბავშთა ცენტრისა და შ.შ.მ ბავშთა დღის ცენტრის ბენეფიციარები მოინახულეს. მოზარდებს საჩუქრები გადასცეს და მათთან ერთად სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთნენ. ბავშვთა ცენტრის აღსაზრდელები სტუმრებს, სპორტში და შემოქმედებით წრეებში მიღწეულ წარმატებებზე ესაუბრნენ და თავიანთი ოცნებები გაანდეს.

იხილე მეტი
სიახლე 

„ქველმოქმედი 2015“ მა სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის კონცერტი გამართა 3 06 19

ფონდი „ქველმოქმედი-2015“-ის ორგანიზებით, პირველ ივნისს სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის, კონცერტი გაიმართა. არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებლის სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფი და ფონდის მოხალისეები მრავალფეროვანი მუსიკალური ნომრებით გამოვიდნენ. ღონისძიების დასასრულს პატარებს სადღესასწაულო ტორტით გაუმასპინძლდნენ. ფონდი ქველმოქმედი მსგავსი სახის აქტივობებს პერიოდულად მართავს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბაიდარით და კანოეთი ნიჩბოსნობაში რიგით მე-8 რეგატა ჩატარდა 03 06 19

მდინარე კაპარჭაზე ვიქტორ კრატასიუკის სახელობის რიგით XIII რეგატა საბაიდარო და კანოეთ ნიჩბოსნობაში ჩატარდა , სადაც თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ბათუმისა და ფოთის ნიჩბოსანთა ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ. რეგატა 2001-2003 და 2004-2005 წლებში დაბადებულ გოგონათა და ვაჟთა შორის მიმდინარეობდა, ხოლო მედლები გათამაშდა 200 და 500 მეტრ დისტანციაზე, როგორც ბაიდარებით ნიჩბოსნობაში, ასევე კანოეთ ნიჩბოსნობაში. ფოთელებმა 14 ოქროს, 18 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ვიქტორ კრატასიუკის სახელობის თასი გადაეცათ ილია ზარიძესა და ნიკა მეგრელიშვილს, რომლებიც გამარჯვებულები გახდნენ 2-ადგილიან ბაიდარებით ნიჩბოსნობაში, როგორც 200 მ, ასევე 500 მ დისტანციაზე.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი ბავშვებისთვის ფონდ ბილივმა და ჯორჯიან პალასმა ღონისძიება გამართა 03 06 19

1 ივნისს, ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფონდმა „ბილივმა“ სასტუმრო „ჯორჯია პალასთან“ ერთად, ფოთელ ბავშვებს განსაკუთრებული დღე მოუწყო. ბილივის პატარა მეგობრებისათვის გასართობი ღონისძიება ქობულეთში, სასტუმრო ,,ჯორჯია პალასში’’ გაიმართა. ბავშვები, სხვადასხვა სახალისო თამაშებში აქტიურად ჩაერთნენ. ღონისძიების ბენეფიციარები ფოთის ბავშვთა ცენტრის აღსაზრდელები, ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები იყვნენ. ფონდი “ბილივი” 2014 წლიდან დასავლეთ საქართველოში საქველმოქმედო აქტივობებს ახორციელებს. ფონდის მიზანია გააუმჯობესოს სოციალურად დაუცველი ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ცხოვრება და დაეხმაროს მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი ბანკირების საჩუქარი ბავშვებს 03 06 19

ფოთში, ბანკირებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ საბავშვო სკვერი მოაწყვეს. აქციის ფარგლებში „იზრუნე შენს ქალაქზე შენ“, ფოთში არსებულ ყველა ბანკსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში დასაქმებული ადამიანის ძალისხმევით, 8 აგვისტოს მემორიალის მიმდებარედ, ბავშვთა გასართობი სკვერი მოეწყო. ღონისძიების ორგანიზატორმა, თამარ გვაძაბიამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო ინიციატივაში, საფინანსო სფეროში დასაქმებული 200-მდე ადამიანი გაერთიანდა. მისივე თქმით, სკვერის მოწყობის ძირითადი მიზანი იყო, ბავშვებს ევროპული დონის გასართობი ადგილი ქონოდათ. საბანკო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, ბავშვების უსაფრთხოებისათვის, ფოთში პირველად გაკეთდა კაუჩუკის საფარის მქონე გასართობი მოედანი, შუქურის ფორმის ქუჩის ბიბლიოთეკა, ასევე მოეწყო ნატვრის ხე, სადაც პატარებს თავიანთი სურვილის ჩაფიქრება შეეძლებათ. სკვერი ბავშვთა დაცვის…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს 03 06 19

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქის ცენტრალურ პარკში კულტურული და გასართობი ღონისძიებები გაიმართა. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ბავშვების მიერ შექმნილი ქართული რეწვის ნიმუშები, ხელნაკეთი ნივთები და ნახატები ენახათ. ღონისძიების ფარგლებში, სახელოვნებო ცენტრთან არსებული მოსწავლე ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის ხატვის წრის მოსწავლეების გამოფენა მოეწყო. აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე საქალაქო კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეთა თოჯინები იყო წარმოდგენილი. ღონისძიების ფარგლებში, საბიბლიოთეკო გაერთიანების მხარდაჭერით, N1 საბავშვო ბიბლიოთეკის ეზოში გასართობი ადგილი მოეწყო _ სახელწოდებით “საქართველო ჩვენით იწყება”. საბავშვო ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა, თავიანთ ერთგულ მკითხველებთან ერთად ხელნაკეთი ნივთები და ნახატები გამოფინეს. ბიბლიოთეკის შემოქმედებით კუთხეს ყველაზე პატარა მხატვრის, მარიამ კეკელიძეს…

იხილე მეტი