სიახლე 

ფოთში „ფაზისის აკადემიის“ სხდომა გაიმართა 31 05 19

ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, „ფაზისის საერო სამეცნიერო საქალაქო აკადემიის“ მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრა პოეზიას მიეძღვნა. დღევანდელ ღონისძიებაზე აკადემიის წევრებმა თავიანთი შემოქმედება ერთმანეთს გაუზიარეს. საღამოს აკადემიის პრეზიდენტი, ნუგზარ ნადარაია დაესწრო. როგორც, ორგანიზაციაში აღნიშნეს, დღეს აკადემიას ახალი წევრები შეემატნენ, რომელთაც ფაზისის აკადემიის დამადასტურებელი მოწმობა გადაეცათ. „ფაზისის აკადემია“ რამდენიმე წლიან ისტორიას ითვლის. მათი თქმით, ყოველი თვის ბოლო პარასკევს იკრიბებიან და ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობენ. დღეს კი, ბოლო შეხვედრა გაიმართა. ფაზისის აკადემიაში საზაფხულო არდადეგები დაიწყო.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის პორტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს პარტიები აფასებენ 31 05 19

ფოთის პორტის ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ მოვლენებს პარტიები აფასებენ. ფოთში ოპოზიციური პარტიის ნაწილი თვლის, რომ ქალაქის განვითარებისათვის, ახალი პორტის მშენებლობა აუცილებელია. ნაწილის აზრით, ქვეყნისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაა მნიშვნელოვანი. მათივე განცხადებით, ხელისუფლება ვერ შეჯერდა ფოთისა და ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, რამაც ქვეყნის მასშტაბით დიდი გაუგებრობა გამოიწვია. ფოთის მერმა, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენთან კომენტარი არ გააკეთა. ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ, ოფიციალურ ვებგვერდზე, ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მისთვის გაუგებარია, რამ გამოიწვია აჟიოტაჟი. მისივე თქმით, ანაკლიის პორტის განვითარება არ უნდა ნიშნავდეს ფოთის პორტის განვითარებისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნას. ირაკლი…

იხილე მეტი
სიახლე 

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა 31 05 19

ახალი საქართელოს უნივერსიტეტში, კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მიერ, მორიგი გამოცემა – „ქრისტიანული ფილოსოფიის სათავეებთან“ მოგვითხრობს ადრეული საუკუნეების ქრისტიანულ ფილოსოფიურ მოძღვრებაზე. როგორც უნივერსიტეტში აღნიშნეს, წიგნი 2018 წლის საერთშორისო საზაფხულო სკოლის მასალების კრებულს წარმოადგენს და რამდენიმე ავტორი ჰყავს, ერთ-ერთი ავტორი გერმანელი პროფესორი ჰელმუტ შნაიდერია. კრებულის რედაქტორები არიან, თენგიზ ირემაძე, გიორგი ხუროშვილი და ჰელმუტ შნაიდერი. პრეზენტაციას სასულიერო პირები, სტუდენტები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმრებს წიგნები, საჩუქრად გადაეცათ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში თიბისი ბანკის წინ აქცია გაიმართა 30 05 19

„ შეწყდეს თიბისი ბანკის მიერ ქონების უკანონოდ მიტაცება“ – ამ ლოზუნგით დღეს ფოთში, თიბისი ბანკის შენობის წინ თეა კორტავას უფლებების დასაცავად მშვიდობიანი აქცია გაიმართა. საერთშორისო სამართლის კონსტიტუციური უფლებების დაცვის საზოგადოება, თეა კორტავას მხარდამჭერებთან ერთად, საცხოვრებელი სახლიდან ოჯახის შესაძლო გამოსახლებას აპროტესტებდა. როგორც თეა კორტავას უფლებების დამცველმა განაცხადა, საქმე სასამართლოში გაასაჩივრეს. პროცესი 6 ივნისს არის ჩანიშნული, თუმცა სასამართლო პროცესამდე, ბანკი სახლის აუქციონზე გატანას გეგმავს. შეკრებილები ბანკის წარმომადგენლებს მოუწოდებენ, სასამართლო დავის დასრულებამდე შეწყვიტონ ზემოთ აღნიშნული ქმედებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციების პერმანენტულ ჩატარებას გეგმავენ. რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, თიბისი ბანკში გაგვიმარტეს, რომ საქმესთან დაკავშირებით, ბანკის…

იხილე მეტი
სიახლე 

მაია გვასალია N1 საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებელი 30 05 19

კურსორის სტუმარია, ქ. ფოთის #1 საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებელი, სახელოვნებო ცენტრთან არსებული სამხატვრო სასწავლებლის უფროსი სპეციალისტი, მსოფლიო/ქართული ხელოვნების ისტორიის მასწავლებელი მაია გვასალია.

იხილე მეტი
სიახლე 

ხვალ გერმანიაში ჩემპიონატზე ორი ფოთელი ნიჩბოსანი იასპარეზებს 30 05 19

ხვალ, 31 მაისს, გერმანიაში ქალაქ დუისბურგში კანოეთი ნიჩბოსნობაში მსოფლიო თასის მე -2 ეტაპი გაიმართება, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში შესული ორი ფოთელი სპორტსმენი მურმან მალანია და გია გაბედავა იასპარეზებს. შეჯიბრი საქართველოს დროით 11:35 წუთზე დაიწყება. ჩემპიონატზე თვალის დევნება, ქვემოთ მითითებულ იუთუბ გვერდზე ონლაინ რეჟიმში იქნება შესაძლებბელი. https://www.youtube.com/watch?v=6PJFuW3lMjE&list=PLWpi79GxUJdZeoij3jetgxm9_JgmGPPy1https://canoesport.ru/sprint/2294-duisburg19.html

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელმა ნიჩბოსანმა, საერთაშორისო რეგატაზე 2 ვერცხლი მოიპოვა 30 05 19

25-26 მაისს, სლოვაკეთში ნიჩბოსნობაში მსოფლიოს საერთაშორისო რეგატა გაიმართა, სადაც 14 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის იყო ფოთელი ნიჩბოსანი ლიდია სულაბერიძე, რომელმაც 500 და 1000 მეტრიან დისტანციაზე წარმატებით იასპარეზა და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფოთელმა ნიჩბოსანმა, საქართველოს ნაკრებში ადგილი დაიმკვიდრა და მომავალი შეჯიბრებებისთვის აქტიურად ემზადება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში თანამედროვე არგონავტები ტიმ სევერინის გზას გაივლიან 29 05 19

ფოთში, გამოჩენილი ინგლისელი მოგზაურის, მეცნიერისა და მწერლის ტიმ სევერინისა და “ახალი არგონავტების” საქართველოში მოგზაურობიდან 35 წლისთავის აღსანიშნავად ემზადებიან. ამ იდეის ინიციატორი, საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ომარ ნიშნიანიძე გახლავთ. მან თავის სტუდენტებთან ერთად ხომალდის აგება, როგორც ის ამბობს, ძველ ფაზისში, ორი თვის წინ დაიწყო. 14 მეტრიანი სიგრძის ხომალდი სახელწოდებით „არგო“, მალთაყვის უბანში, მდინარე კაპარჭინასა და პალიასტომის ტბის შესართავთან, 31 მაისს 5 საათზე საზეიმო ვითარებაში ჩაეშვება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის სახელოვნებო სასწავლებელში კონცერტი გაიმართა 29 05 19

არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებლის საკონცერტო დარბაზში, 2018-2019 სასწავლო წლის დამამთავრებელი კონცერტი გაიმართა. ვოკალური განყოფილების მოსწავლეებმა, ალექსანდრე გუჯაბიძეს ხელმძღვანელობით კლასიკური ჟანრის სიმღერები წარმატებით შეასრულეს და პედაგოგების მოწონება დაიმსახურეს. ამჟამად, არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელს 52 პედაგოგი და 400-მდე მოსწავლე ჰყავს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულოს მეთორმეტე მოწვევის სხდომა 29 05 19

საკრებულოს სხდომაზე, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მოვალეობის შემსრულებელმა, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა. საკრებულოს წევრებმა, ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტუქტურულ სამუშაოებზე გაამახვილეს ყურადღება და არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე იმსჯელეს. სხდომის დასასრულს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა საკრებულოში, დარეჯან ცხვიტარიამ, ქალაქის ცენტრში მრავალწლოვანი ხეების მოჭრის ფაქტზე განცხადება გააკეთა. მისი მტკიცებით, სამედიცინო დაწესებულების მშენებლობის პროცესს, ასწლოვანი ევკალიპტის ხეები შეეწირა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ხეების მოჭრა ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმებით მოხდა და შესაბამის დოკუმენტებს მომდევნო სხდომაზე წარმოადგენენ.

იხილე მეტი