სიახლე 

ხმაური ფოთის ბაზარში 07 06 19


დღეს ფოთის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე ხმაური იყო. ყველით და რძის პროდუქტებით მოვაჭრეებმა, რომლებიც შენობაში ახორციელებენ გაყიდვებს, გარე მოვაჭრეების საქმიანობა გააპროტესტეს. მათი თქმით, გარემოვაჭრეების გამო მყიდველი ყველის ბაზრობაზე არ შედის, რის გამოც რძის პროდუქტების რეალიზაციას ვერ ახდენენ. მათივე თქმით, გარე მოვაჭრეები ყოველგვარი სანიტარული ნორმების დაცვის გარეშე ახორციელებენ მალფუჭებადი რძის პროდუქტების გაყიდვას. მოვაჭრეები ბაზრის ადმინისტრაციისგან და შესაბამისი სამსახურებისგან კანონით გათვალისწინებული ზომების მიღებას მოითხოვენ. როგორც, აგრარული ბაზრის დირექტორმა, ნოდარ კორსანტიამ განაცხადა, სურსათის ეროვნული სააგენტო ვერ ახორციელებს გარე მოვაჭრეების შემოწმებას, რადგან ისინი ბაზრის ტერიტორიაზე არ იმყოფებიან. ის ამბობს, რომ გარე მოვაჭრეებს ბაზრის შენობაში ალტერნატიულ ფართს სთავაზობს, რაზეც უარს უცხადებენ. არქიტექტურისა და წარმომადგენლის, თენგიზ შონიას განცხადებით, პრობლემა მოგვარებადია. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მათი მოთხოვნაა გარეთ მოვაჭრეები ბაზრის შენობაში შეიყვანონ, წინააღმდეგ შემთხვევაში თავადაც განახორციელებენ ყველის გარეთ გაყიდვას.

მსგავსი სტატიები