სიახლე 

“საქართველოს სინფონიეტა”, კასუმი ბაროუქი და მირიან ხუხუნაიშვილი ფოთში ჩამოვიდა 06 06 19


არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებლის დარბაზში, კამერული მუსიკის კონცერტი გაიმართა. საღამოზე, მირიან ხუხუნაიშვილის დირიჟორობით, თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა „საქართველოს სინფონიეტამ“ იაპონელ პიანისტ კასუმი ბაროუქისთან ერთად კლასიკური ნაწარმოებები შეასრულეს, სადაც სიმებიანი ინსტრუმენტებით ნორვეგიელი კომპოზიტორის ედვარდ გრიგისა და ავსტრიელი კომპოზიტორის, იოზეფ ჰაიდნის ნაწარმოებები გააჟღერეს.

დაგეგმილი ტურნეს ფარგლებში, ჯგუფის წევრები კამერული მუსიკის კონცერტს, თელავში 9 ივნისს გამართავენ.

მსგავსი სტატიები